დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის -„ცხოველთა გადარეკვა-გადაყვანის (მათ შორის საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე) ვეტერინარულ-სანიტარიული წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №422 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 648 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.018267 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის -„ცხოველთა გადარეკვა-გადაყვანის (მათ შორის საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე) ვეტერინარულ-სანიტარიული წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №422 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის - „ცხოველთა გადარეკვა-გადაყვანის (მათ შორის საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე) ვეტერინარულ-სანიტარიული წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №422 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017637) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტექნიკური რეგლამენტის - „სეზონურ საძოვრებზე ცხოველთა გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესის“ დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი - „სეზონურ საძოვრებზე ცხოველთა გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესი“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - „ცხოველთა გადარეკვა-გადაყვანის (მათ შორის საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე) ვეტერინარულ-სანიტარიული წესების“: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტექნიკური რეგლამენტი - „სეზონურ საძოვრებზე ცხოველთა გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესი“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ცხოველების საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესი 1. საქართველოში ცხოველების გადარეკვა სეზონურ საძოვრებზე ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში-სააგენტო) ბრძანებით დადგენილ ვადებში. 2. გადარეკვის პერიოდში ცხოველთა ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის განხორციელებისათვის სააგენტო განსაზღვრავს გადასარეკ ტრასებზე დროებითი ვეტერინარული საკონტროლო პუნქტების განლაგების გეგმას და უზრუნველყოფს მათ მოწყობას. 3. სააგენტო ორგანიზებას უკეთებს და ატარებს: ა) გადასარეკი ცხოველების სულადობის კლინიკურ შემოწმებას გადამდები დაავადებების მიმართ კეთილსაიმედოობაზე; ბ) გადასარეკი ცხოველების გეგმურ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებსა და იმუნიზაციას, გადარეკვის დაწყებამდე არა უგვიანეს იმუნიტეტის ჩამოყალიბების ვადისა; გ) ცხოველების გადარეკვის დაწყების წინ გადასარეკი ტრასების მიმდებარე ტერიტორიების შემოწმებას გადამდები დაავადებების მიმართ კეთილსაიმედოობაზე; დ) ცხოველების გადარეკვის დაწყების პერიოდისათვის გადასარეკი ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველების გადამდები დაავადების საწინააღმდეგო გეგმურ ვაქცინაციას და დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს. 4. ცხოველთა მეპატრონე ვალდებულია: ა) გადარეკვა განახორციელოს ცხოველთა ჯანმრთელობის სერტიფიკატის (ვეტერინარული მოწმობა - ფორმა №1) თანხლებით; ბ) ცხოველთა დაავადების გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს შესაბამის რეგიონულ სამმართველოს ან უახლოეს დროებით ვეტერინარულ საკონტროლო პუნქტს; გ) არ დაუშვას გადამდები დაავადებით დაავადებული ცხოველის დაკვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე, მკვდარი ცხოველის ლეშებით გარემოს დაბინძურება. 5. ცხოველების გადარეკვის პერიოდისათვის გადასარეკ ტრასაზე უნდა მოეწყოს ცხოველთა დასასვენებელი მოედნები და წესრიგში იქნეს მოყვანილი დასარწყულებელი ადგილები. 6. გადასარეკი ცხოველების სულადობა გადარეკვის დაწყების წინ კლინიკურად მოწმდება უფლებამოსილი ვეტერინარის მიერ. კეთილსაიმედოობის დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირი გასცემს ჯანმრთელობის სერტიფიკატს ცხვრის მთლიან ფარაზე, ხოლო, მსხვილფეხა პირუტყვის ნახირის გადარეკვის დროს, მთლიანად, ნახირზე თანმხლებ ცხოველებთან ერთად. 7. ჯანმრთელობის სერტიფიკატის გარეშე ცხოველების გადარეკვა სეზონურ საძოვრებზე აკრძალულია. 8. აკრძალულია სეზონურ საძოვრებზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ერთიან ფარაში, ნახირში გადარეკვა. 9. სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს სეზონურ საძოვრებზე მომთაბარე პირუტყვის ჯანმრთელობის მონიტორინგი და გეგმური ვეტერინარული ღონისძიებები.“; გ) მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები