დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 647 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.018266 |
|
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 2071) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის:
1. მე-6 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები: „51. კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების (ნაწილობრივი დაკმაყოფილების) შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების/საქონლის მიღება უნდა დაიწყოს საქართველოში არა უგვიანეს 3 (სამი) თვის, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ - არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების/საქონლის დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად. აღნიშნული ვადების ათვლა დაიწყოს დაინტერესებული მხარისათვის კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე წერილის ჩაბარების დღიდან. დაზღვეული წერილის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (უკან დაბრუნებული წერილი) ერთი თვის ვადაში, წერილის უკან დაბრუნების დღიდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამედიცინო მომსახურების/საქონლის დაფინანსების შესახებ ითვლება გაუქმებულად. მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევები, ეცნობება კომისიას. 52. მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შემთვევაში დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, განმეორებით მიმართოს კომისიას ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს მასთან უკვე არსებული, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები.“. 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ წესის მე-6 მუხლის 51 პუნქტის საფუძველზე გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი ბრუნდება კომისიის განკარგვის არეალში.“. |
| მუხლი 2 |
კომისიის მიერ 2014 წლის 1 იანვრიდან ამ დადგენილების ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით (წესის მე-6 მუხლის 51 პუნქტი) განსაზღვრული ვადების ათვლა მოხდეს ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან. ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე მაძიებლის/წარმომადგენლის ინფორმირება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები