ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 08/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 12/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016226
67
02/12/2014
ვებგვერდი, 04/12/2014
010260020.35.116.016226
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №67

2014 წლის 2 დეკემბერი

ქ. ცაგერი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 30/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016188)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დებულების  მე-2  მუხლის მე-2  პუნქტი ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.“;

ბ)  დებულების  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,ჟ.  გამგეობის საჯარო მასამსახურეთა ადამიანური რესურსების პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას“;

გ) დებულების  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,რ. გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას“;

დ) დებულების  მე-5 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,5. იურიდიული  და ადამიანური რესურსების მართვის  განყოფილება

1. იურიდიული  და ადამიანური რესურსების მართვის  განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების  და სტრუქტურული ერთეულის განყოფილებების, გამგებლის წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების  პროექტების  ადმინისტრაციული  გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ე) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ვ) გამგებლისათვის რეკომენდაციების მომზადება გამგეობის საქმიანობიდან  გამომდინარე  ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით;

ზ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს. ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

თ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხის მომზადებას;

ი)  მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზს და შეფასებას;

კ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენებას;

ლ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

მ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის  მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;

ნ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;

ო)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;

პ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინარული ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

ჟ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოებზე წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას. მოსამსახურეთა წახალისების შესახებ წინადადებების მომზადებას;

რ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩასატარებელი დოკუმენტაციის მომზადებას,

ს) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმის წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 8 დეკემბრიდან.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი