განჩინება შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/8772-2012
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 28/11/2014
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/8772-2012
28/11/2014
ვებგვერდი, 03/12/2014
განჩინება შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/8772-2012

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „კოლხის” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „კოლხის” მიმართ.     

2014 წლის 28 ნოემბერს შპს „კოლხის” რეაბილიტაციის მმართველმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა რეაბილიტაციის გეგმის საკითხის განხილვის მიზნით.   

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნ ს შპს „კოლხის” კრედიტორთა კრება რეაბილიტაციის საკითხისა და დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვის მიზნით.   

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.”

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნ ს შპს „კოლხის” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. რეაბილიტაციის საკითხის განხილვა.

1.2 დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2014 წლის 17 დეკემბერს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).

3. დაევალოს შპს „კოლხის” რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                            ლაშა ქოჩიაშვილი