ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 08/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 12/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016224
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
65
02/12/2014
ვებგვერდი, 04/12/2014
010260020.35.116.016224
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/12/2014 - 23/01/2015)

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №65

2014 წლის 2 დეკემბერი

ქ. ცაგერი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1).  
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლებისა და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №26 დადგენილება (www. matsne.gov.ge 30/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016185).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 8 დეკემბრიდან.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი



დანართი №1

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომშისამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მუნიციპალური ღონისძიებების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.

1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის,  გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) განათლებისა, კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება.

ბ) სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-12 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.  უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით სამსახურის უფლება-მოვალეობებს ახორციელებ სგანყოფილების უფროსი.

4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.

5. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და გამგეობის დებულებით, მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.

6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა, გათავისუფლება და სამსახურეობრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით,  „საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების და კულტურის ღონისძიებების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლის გარეშე სასწავლო დაწესებულებები სუფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) მუნიციპალური მუზეუმის, თეატრის, ბიბლიოთეკების, ძეგლთადაცვისა და კულტურის სხვა დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;

დ) წინადადებების შემუშავებას სპორტის, განათლების და კულტურის დაწესებულებების რეორგანიზაციის საკითხებზე;

ე) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეკრულება.

ვ) მუნიციპალური სპორტული, ახალგაზრდული და ტურიზმის დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;

ზ) მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას.

თ) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას.

ი) წინადადებების შემუშავებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 4. განათლების კულტურის და გენდერული თანასწორობის განყოფილება.
1. განათლების კულტურის და გენდერული თანასწორობის განყოფილება უზრუნველყოფს:        

ა) ცაგერის მუნიციპალიტეტში განათლების და კულტურის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას.

ბ) მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობას.

გ) განათლების სფეროს დაწესებულებების ობიექტების რეაბილიტაციის და განვითარების მიზნით წინადადებების მომზადებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას.

დ) კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით წინადადებების მომზადებას.

ე) კულტურის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადებას და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას.

ვ) კულტურის სფეროში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და წარდგენას კაკონის დადგენილი წესით.

ზ) გენდერული თანასწორობის საკითხებზე წინადადებების მომზადებას და ღონისძიებების გატარებას.

თ) ქალთა უფლებების დაცვის ღონისძიებების გატარების ხელშეწყობას.           


მუხლი 5. სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფუნქციები.
სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყუფილება  დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდულიპოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;

ბ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

გ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას.

დ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;

ე) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზრვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.