,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 08/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 02/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016220
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
61
02/12/2014
ვებგვერდი, 04/12/2014
010260020.35.116.016220
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/12/2014 - 30/09/2015)

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №61

2014 წლის 2 დეკემბერი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 21/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016182)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. გამგეობის სამსახურები

1. გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი, რომელიც არის გამგეობის თანამდებობის პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. გამგეობის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამსახური;

დ) ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;

ე) შიდა აუდიტის სამსახური;

ე) არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური;

ვ) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

თ) სახანძრო-სამაშველო სამსახური.

5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.

6. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.“;

ბ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„3. ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტაციის განხორციელების კოორდინაცია, ზედამხედველობის უზრუნველყოფა, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანების ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.“;

გ) მე-12  მუხლს დაემატოს 121 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 121. ადმინისტრაციული ერთეულები:

ცაგერის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა) ცაგერის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ქალაქი ცაგერი)

 ბ)ტვიშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ტვიში, ორხვი, ქორენიში, ლახეფა)

 გ) ალპანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -ალპანა, აჭარა, ზოგიში, ცაგერა)

 დ) ღვირიშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ქვ. ღვირიში, ზედა ღვირიში, უცხერი, ნასპერი, სანორჩი)

 ე) ნაკურალეშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -ნაკურალეში, ცხუკუშერი)

 ვ) ორბელის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -ორბელი, გაგულეჩი, ლაჯანა, კურცობი, წილამიერი)

  ზ) უსახელოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - უსახელო, ხოჯი)

 თ) ლაილაშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ლაილაში, თაბორი, სურმუში, ღუ)

 ი) ჩხუტელის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ჩხუტელი, ლასხანა, დოღურაში)

 კ) ლასურიაშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ლასურიაში, მახაში, დეხვირი, ლესინდი)

 ლ) აღვის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ქვ. აღვი, ზედა აღვი, შუა აღვი, კენაში)

 მ) ოყურეშის  ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ოყურეში, ოფიტარა)

 ნ) ზუბის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ზუბი, ისუნდერი, მახურა)

ო) წიფერჩის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - წიფერჩი, ბარდნალა, ლარჩვალი)

პ) ლუხვანოს  ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ქვ. ლუხვანო, ზედა ლუხვანო, ზარაგულა)

ჟ) ქვ. ცაგერის  ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ქვ. ცაგერი, ჭალისთავი, გვესო)

რ) ჩქუმის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -  ჩქუმი, ქულბაქი)

ს) სპათაგორის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სპათაგორი, ლაცორია, ლეშკედა)

ტ) საირმის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია  - ქვ საირმე, ზედა საირმე)“;

გ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. გამგებლის წარმომადგენელი

1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი.

3. გამგებლის წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას  გამგებლის ბრძანების საფუძველზე  ასრულებს უფლებამოსილი საჯარო მოხელე.

4. გამგებლის წარმომადგენელი:

ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად  დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ზ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების, მუნიციპალური და სახელმწიფო ქონების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს გამგებელს;

თ) ხელს უწყობს შესაბამისს სამსახურს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ღონისძიებების გატარებაში;

ი)  აწვდის გამგებელს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობისა და მათი საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესახებ;

კ) აწვდის გამგებელს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ლ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;“.

მუხლი 2
     დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 8 დეკემბრიდან.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი