დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2792 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 20/03/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.050.130.05.001.002.189 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სადისციპლინო კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;
გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც თანამდებობრივად შედის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში;
დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც არა აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 17 მარტი.
№2792–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები