დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016237 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/12/2014 - 28/02/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი
|
მუხლი 1.
სარეზერვო ფონდის არსი |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი იქმნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით. |
მუხლი 2.
სარეზერვო ფონდის განკარგვის პირობები |
1. სარეზერვო ფონდის განკარგვა ხდება:
ა) სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, მეწყერი, ხანძარი, დიდთოვლობა, მიწისძვრა და ა.შ.) სალიკვიდაციო სამუშაოების დასაფინანსებლად; ბ) ეპიდემიების გავრცელების აღკვეთისა და ეპიდემიების სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისათვის; გ) კატასტროფების, ავარიებისა და გადაუდებელი ხასიათის სამუშაოების დაფინანსებისათვის; დ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შეზღუდულ დროში შესრულებისათვის; ე) ფუნქციონალურ-ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახდელების შევსებისათვის, თუ ობიექტური მიზეზით რომელიმე მუხლში წარმოიქმნა სახსრების დეფიციტი; ვ) სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის, როდესაც მისი გადასახდელები ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული. 2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სახსრების განკარგვა ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში ხდება გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს გამგეობის სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებულ ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. 3. სარეზერვო ფონდიდან გაცემული გადასახდელების აღრიცხვა (გეგმური და ფაქტობრივი) ხდება ბიუჯეტის გადასახდელების ფუნქციონალურ-ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი კონკრეტულ მუხლში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები