„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N21 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N21 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.144.016189
55
28/11/2014
ვებგვერდი, 04/12/2014
010260030.35.144.016189
„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N21 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №55

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. ქარელი

 

„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N21 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N21 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 21/07/2014; 010260030.35.144.016154) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15  მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ქალაქი“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  ქარელის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქარელი)“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15  მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტში  ზღუდრის ადმინისტრაციული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიას დაემატოს  სოფელი სათერძე და ლ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ზღუდრის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზღუდერი, ყინწვისი, სუქანაანთ უბანი, იმერხევი, ორთუბანი, ბანი, ბატიური, მუხილეთი, წითელი სოფელი, ძაძვის მონასტერი, ელბაქიაანთ კარი, არცევი, კოდმანი, აბუხალო, ქვათეთრი, ლოშკინეთი, ტყემლოვანა, წიფლოვანა, გვერძინეთ, ორბოძალა, ველისციხე, სათერძე)“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი