„ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 646
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018265
646
01/12/2014
ვებგვერდი, 02/12/2014
300160070.10.003.018265
„ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №646

2014 წლის 1 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014,  300160070.10.003.017616) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  წესის:

1.   მე-4  მუხლის  მე-3  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„3. მცენარეთა დაცვის საშუალებები უნდა იყოს შენახული დაუზიანებელ ტარაში, რომელიც მარკირებული უნდა იყოს „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2013  წლის  31 დეკემბრის №427 დადგენილების  მიხედვით. ყოველ შეფუთულ წვრილ ერთეულს უნდა ახლდეს გამოყენების რეკომენდაცია.“.

2. მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური სამუშაო ტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, რომლებიც  ცალკე უნდა ინახებოდეს, ირეცხებოდეს და იქნეს გაუვნებელყოფილი.“.

 3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მომსახურე პერსონალმა, მიზანშეწონილია, ისარგებლოს ერთჯერადი მოხმარების  სამუშაო ტანსაცმლით.“.

4.  მე-5  მუხლის  შემდეგ  დაემატოს  შემდეგი  შინაარსის მე-6 მუხლი:

„მუხლი 6.  დამატებითი მოთხოვნები

1. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარებული და საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგში შეტანილი პესტიციდების დაფასოება.

2. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰიგიენური კლასიფიკაციის მიხედვით,  საშიშროების I კლასის პესტიციდების დაფასოებას ახორციელებენ პირები,  რომლებსაც აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, სპეციალური განათლება ან პროფესიული მომზადება.

3. პესტიციდებთან სამუშაოდ არ დაიშვებიან: 18 წლამდე ასაკის პირები, ფეხმძიმე და მეძუძური ქალები, აგრეთვე, პირები, რომელთაც  სამედიცინო  შემოწმებისას  დაუდგინდათ  უკუჩვენება.

4. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰიგიენური კლასიფიკაციის მიხედვით, საშიშროების I და II კლასის პესტიციდებთან სამუშაო დღის ხანგრძლივობა შეადგენს  4 საათს, დანარჩენი  პესტიციდების  შემთხვევაში - 6  საათს.

5. პრეპარატის  დაფასოებამდე  უნდა  შემოწმდეს მისი ვარგისიანობის ვადები და დაფასოების მიზანშეწონილობა ეტიკეტზე მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე.

6. საწარმოში პესტიციდის დაფასოებისათვის, მის ყოველ პარტიას თან უნდა ახლდეს მწარმოებელი ფირმის მიერ გაცემული ხარისხის და წარმოშობის  სერტიფიკატი.

7. თუ  საწარმოში  აღირიცხება  ვადაგასული  პესტიციდები,  აგრეთვე, ისეთი პრეპარატები, რომელთაც დარღვეული აქვს ტარის მთლიანობა, შეცვლილი აქვს გარეგნული ნიშნები (ჩასქელება, თხევადი პრეპარატის ნალექის წარმოქმნა, ფხვნილისებრ პრეპარატებში კოშტების წარმოქმნა და ა.შ), მათი დაფასოება და გაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკრედიტებული ორგანოს  მიერ მათი ხარისხის ანალიზის ჩატარების და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული  სსიპ  - სურსათის ეროვნული სააგენტოს  მიერ ანალიზის შედეგების განხილვის  საფუძველზე გაცემული რეკომენდაციის შემდეგ.

8. დაფასოებული პესტიციდების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, საწარმოში უნდა მიმდინარეობდეს  პესტიციდების მიღებისა და გაცემის  აღრიცხვა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015  წლის  1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი