„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 643
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 15/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 010340000.10.003.018262
643
01/12/2014
ვებგვერდი, 02/12/2014
010340000.10.003.018262
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №643

2014 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების  გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის  დამტკიცების  თაობაზე“  საქართველოს  მთავრობის  2014  წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/06/2014, 010340000.10.003.018030) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  პროგრამის  პირველი  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  ამ პროგრამის  მოქმედება  არ  ვრცელდება  საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (გარდა აღნიშნული სასამართლოების აპარატებისა), საქართველოს პროკურატურაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის  სფეროში  შემავალ   საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში,  საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - საქართველოს  ნოტარიუსთა  პალატაში,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სამხედრო სამსახურში, დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - საქართველოს ფინანსური  მონიტორინგის  სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - კონკურენციის  სააგენტოში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბსა და სახმელეთო ჯარებში  სტაჟირების გავლის საკითხებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი