დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 642 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300010000.10.003.018261 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/09/2012, 300010000.10.003.017049) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ყულევის თიზის ფუნქციონირების დაწყების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2016 წლის 1 სექტემბერი.“. 2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ყულევის თიზის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2016 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: ა) ყულევის თიზისათვის განკუთვნილ 599 970 კვ.მ ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი - №45.15.22.020) საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა შესვლა-გამოსვლა სიტუაციური გეგმით გათვალისწინებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით; ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა და საავტომობილო, სარკინიგზო ან/და სხვა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება; გ) საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობასთან, ინფრასტრუქტურის ელემენტებთან, ტექნიკა-დანადგარების სახეობასა და რაოდენობასთან, უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული პარამეტრების შესრულება; დ) შენობა-ნაგებობების აღჭურვა სსიპ - შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული საოფისე ტექნიკა-აღჭურვილობით, კომპიუტერული ტექნიკით, მონაცემების ელექტრონული გადაცემის ქსელური კავშირით.“. 3. მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა, შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 31 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები