დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016280 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/12/2014 - 07/09/2015)
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო -სამაშველო სამსახურის მოხელეებზე. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 მაისის №21 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
1.ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, MS Office Excel, MS Internet Explorer) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ.გ)საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.ე)საქართველოს კანონი ,, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“. 2. საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, საკრებულოს რეგლამენტის და საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა. 3. გამგებლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა . 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა . 5. საკრებულოს აპარატის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტისათვის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა , ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის წამყვანი სპეციალისტისათვის გამგეობის დებულების და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა. 6. საკრებულოს აპარატის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტისათვის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის წამყვანი სპეციალისტისათვის გამგეობის დებულების და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა. 7. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა. 8. ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისათვის, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები