ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მისაღებად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მისაღებად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.115.016148
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
31
27/11/2014
ვებგვერდი, 02/12/2014
010320040.35.115.016148
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მისაღებად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/12/2014 - 30/12/2014)

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2014 წლის 27 ნოემბერი

დ. ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მისაღებად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

   საქართველოს კანონის  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“   მე-19 მუხლის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  შესახებ“  61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  შესაბამისად. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა  და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მიღებისათვის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის ივნისის №31 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი



                                                                                                                          დანართი
ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  აპარატისა  და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მისაღებად დამატებითი საკვალიფიკაციო  მოთხოვნები

მუხლი 1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების სავალდებულობა
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო   მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა  გამგეობის  და საკრებულოს  მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.

მუხლი 2. მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა ყველა საჯარო მოხელეთათვის და წესდება საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად, მოიცავს საჯარო მოხელეთა ყოველ თანამდებობას.

მუხლი 3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების  კომპონენტები

საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1. პროფესიული ცოდნის მოთხოვნები.

2.ზოგადი უნარების მოთხოვნები.

3.პროფესიული უნარების მოთხოვნები.


მუხლი 4. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში
გამგეობისა და საკრებულოს  საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:

1 ) შესაბამის სპეციალობაში  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი:

2) საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მინიმალური ცოდნა:


მუხლი 5. მინიმალური საკვალიფიკაციო  მოთხოვნები  ზოგადი  უნარების  სფეროში
მოხელის თანამდებობის  დასაკავებლად  სავალდებულოა  ქართული  ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის  უნარი.

მუხლი 6. სპეციალური  საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის და  გამოცდილების სფეროში
1. თანამდებობათა რანგების მიხედვით სავალდებულოა უფროსი საჯარო თანამდებობის (  სამსახურის განყოფილების უფროსი,  მუნიციპალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი, გამგებლის წარმომადგენელი ტერიტორიულ ერთეულში)  დასაკავებლად    ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამსახურში  საქმიანობის  ერთწლიანი გამოცდილება მაინც.  მამაკაცებისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული მონაცემები.

  2. პროფესიული ცოდნის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად  მოიცავს პროფესიულ კვალიფიკაციის და საქმიანობის სფეროს მიხედვით  საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნას.


მუხლი 7. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული  უნარების სფეროში

 

1. უმცროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა;

ა) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები;

ბ)  საქმისწარმოებაში გამოყენებული   ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით მუშაობის  ( დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები;

გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.