დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 149 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.22.023.016272 |
149
28/11/2014
ვებგვერდი, 01/12/2014
360050000.22.023.016272
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016128) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს, მათ შორის, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს, სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების დირექტორებს - მინისტრთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;’’. |
2.
დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთა შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით’’. |
3.
დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები