დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.151.016162 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ.“ ქვეპუნქტის, 61- ე მუხლის მე-2 პუნქტის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმა დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია დასრულდეს 2014 წლის 30 დეკემბრამდე. |
| მუხლი 3 |
რეორგანიზაციის გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. |
| მუხლი 4 |
რეორგანიზაციის პროცესში საკრებულოს აპარატმა იმუშაოს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და საკრებულოს აპარატის დებულების შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმა
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმა შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად.
1. რეორგანიზაცია შეეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციების განსაზღვრის ვადაა 30 დღე. 3. რეორგანიზაციის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მუშაობას განაგრძობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტისა და საკრებულოს აპარატის დებულების შესაბამისად: 4. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები: ა) მუნიციპალტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლების გაფრთხილება რეორგანიზაციის შესახებ; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შვებულებაში მყოფი თანამშრომლების გამოძახება და ინფორმირება მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შესახებ; გ) რეორგანიზაციის პერიოდში დაუშვებელია ახალი თანამშრომლის მიღება ან გათავისუფლება სამსახურიდან, გარდა პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებისა; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლების გაფრთხილება მოსალოდნელი კონკურსისა და ატესტაციის შესახებ; ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებში შესატან ცვლილებების ან/და ახალი ნორმატიული აქტების პროექტის მომზადება. ვ) კონკურსის ჩასატარებლად საჭირო ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების გათვალისწინება; ზ) ვაკანსიის გახსნა და გამოქვეყნება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები