„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს № 27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016197
52
27/11/2014
ვებგვერდი, 01/12/2014
010250020.35.158.016197
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს № 27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №52

2014 წლის 27 ნოემბერი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №27 დადგენილებით (ვებგვერდი, 14/08/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.158.016172) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

მუხლი 1
დებულების  მე-6  მუხლის მეშვიდე პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,7. ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს:

ა) სპორტსმენები, რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გაეწევათ  მატერიალური დახმარება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით და ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) სპორტსმენები რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გაეწევათ მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და, ასევე, მათ უშუალო მწრთვნელებს – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) სპორტსმენებს, რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საქართველოს  ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გაეწევათ  მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორებს 200 (ორასი) ლარის ოდენობით და, ასევე, მათ უშუალო მწრთვნელებს –  300 (სამასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი