დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ამწეს“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „ამწე“ |
| მიღების თარიღი | 27/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „ამწეს“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
სააქციო საზოგადოება „ამწეს“ (ს.კ. 208144863) გენ. დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2014 წლის 18 დეკემბერს, დღის 11 საათზე, საზოგადოების იურიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ორხევი, ქვემო ალექსეევკის დასახლება.
დღის წესრიგი:
1. საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის განხილვა.
2. საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ცვლილება.
3. საზოგადოების ელექტრონული ფოსტის რეკვიზიტების განსაზღვრა.
4. წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.
5. საზოგადოების ქონების გასხვისება.
6. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ამწეს“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2014 წლის 17 ნოემბერი.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ამწეს“ რეგისტრატორთან შპს „ეროვნულ რეესტრთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №41, სართ. 6, ტელ.: 231-11-73, 231-11-74, 231-11-75.
გენ. დირექტორის თემურ თადიაშვილის
მინდობილი პირი ბადრი სირაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები