დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 11/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.726 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №85
2007 წლის 9 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 იანვრის №57 ბრძანებულების საფუძველზე, ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №60, მუხლი 526) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები