„ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №447 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №447 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 636
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018255
636
26/11/2014
ვებგვერდი, 27/11/2014
300160070.10.003.018255
„ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №447 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №636

2014 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №447 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №447 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017649) შეტანილ  იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) შეფუთვის  ერთეული -  ჭურჭელი,  მეტალის ან პლასტმასის ყუთი, კასრი, პარკი, და შეფუთვის სხვა სახეები, რომლებიც შეესაბამებიან ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ნორმებს;“.

2. მე-2 მუხლის „დ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

  „დ) ამორჩევა – შეფუთვის თითოეული ერთეულიდან, ყუთიდან, კასრიდან, პარკიდან ან სხვა შეფუთვიდან ან პროდუქციის შეუფუთავი  შტაბელიდან ერთჯერადად აღებული პროდუქციის განსაზღვრული რაოდენობა;“.

3.  მე-3 მუხლის მე-5  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„5. დანარჩენი პრეპარატები, რომლებშიც გარეგნული იერსახის ცვლილებები ნაკლებადაა გამოხატული, უნდა შემოწმდეს მოქმედი ნივთიერებების შემცველობაზე, საჭიროებისას, სამუშაო ხსნარის სტაბილურობასა  და  ბიოლოგიურ აქტივობაზე.“.

4. მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„11. სინჯის ასაღებად საჭიროა: მახვილწვერიანი საცეცი ან ზონდი ფხვნილისებრი პრეპარატებისათვის, საცეცი ზეთოვანი პრეპარატებისათვის, მინის ან ლითონის მილაკები (ცილინდრები), ფართოყელიანი ძაბრები ფხვნილების ჩასაყრელად და ვიწროყელიანი ძაბრები სითხეების გადასასხმელად.“.

5. მე-3  მუხლის  მე-13  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„13. პასტისებრი პესტიციდების აღება ხდება შუშის ან ლითონის მილის (ცილინდრის) საშუალებით (შიდა დიამეტრი 15-30 მმ), რომელსაც აქვს პასტის გამოსადენი დგუში.“.

6. მე-3 მუხლის მე-15-მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „15. აღებული სინჯები თავსდება სუფთა მშრალ ტარაში. ბლანტი სითხეები, პასტები, გრანულები, ნაჭრები იფუთება ფართოყელიან ჭურჭელში 0,25 ლ მოცულობით, მილესილი ან ხრახნიანი საცობებით. ჩვეულებრივი სითხეები და სუნიანი ფხვნილები იფუთება 0,25 ლ მოცულობის შუშის ან პლასტმასის ჭურჭელში. უსუნო ფხვნილებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჰაერგაუმტარი პოლიეთილენის პაკეტები.

  16. ჭურჭელში სინჯის ჩაყრის ან ჩასხმის შემდეგ ჭურჭლის ყელი კარგად იწმინდება და ჰერმეტულად იხურება საცობით.

  17. სინჯიან ჭურჭელზე (ტარაზე) კეთდება პესტიციდის სრული დასახელების შესაბამისი წარწერა, მარკირებისა და სერტიფიცირების მონაცემების, ასევე, პარტიის ნომრის, დამზადების წლის, სინჯის აღების თარიღის მითითებით. მოწმდება სინჯის ამღები უფლებამოსილი მოხელის ხელმოწერითა და ბეჭდით, აგრეთვე, ბიზნესოპერატორის და დამსწრე პირთა (თუ ის ესწრება) ხელმოწერით. დამატებით მიეთითება შეფუთვის ერთეულის რაოდენობა, რომლისგანაც აღებულია სინჯი.“.

7. მე-3  მუხლის  მე-19  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

 „19. სინჯები უნდა ინახებოდეს არანაკლებ - 50C და არა უმეტეს +250C  პირობებში, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.“.

8.  მე-4 მუხლის  მე-5  და  მე-6  პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „5. რეალიზაციამდე ან სარეალიზაციო ობიექტებში განთავსებული ინსექტიციდები, რომელთა პრეპარატული ფორმა სველებად ფხვნილს წარმოადგენს და რომელთა მოქმედი ნივთიერების შემცველობა შენახვის პირობებში დაქვეითდა 10-15%-ით (შეუცვლელი სტაბილურობის შემთხვევაში), ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ დაქვეითდა 15-25%-ით, გამოყენებული უნდა იქნეს ხარჯვის ნორმების შესაბამისი გადაანგარიშებით.

   6. რეალიზაციამდე ან სარეალიზაციო ობიექტებში არსებული ფხვნილისებრი ჰერბიციდები და ფუნგიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერების შემცველობა შენახვის ვადაში შემცირდა 10-15%-ით, ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ დაქვეითდა 15-25%-ით,  აგრეთვე,  თესლის შესაწამლი პრეპარატები, რომელთა მოქმედი საწყისი 30%-ით შემცირდა, გამოყენებულ უნდა იქნეს ხარჯვის ნორმების გადაანგარიშებით.“.

9. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „9. ფხვნილისებრი პესტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შემცირდა 10-15%-ით და სამუშაო სუსპენზიის სტაბილურობა შემცირებულია 15%-ზე მეტით, ექვემდებარება წუნდებას.“.

10. მე-4 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „11. თხევადი ინსექტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შენახვის ვადაში შემცირებულია 10-15%-ით, ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ 15-25%-ით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხარჯვის ნორმების შესაბამისი გადაანგარიშების შემდეგ, სამუშაო ხსნარის ტოქსიკურობის და ფიტოტოქსიკურობის მაჩვენებლების გათვალისწინებით.

 12. თხევადი ინსექტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შენახვის ვადაში შემცირებულია 10-15%-ით, ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ 15-25%-ით და სამუშაო ხსნარის სტაბილურობა არ შეესაბამება გათვალისწინებულ ნორმას და ავლენს ფიტოტოქსიკურობას, ხარჯვის ნორმების გადაანგარიშების შემდეგ, ექვემდებარება წუნდებას.“.

11. მე-4 მუხლის  მე-17 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

 „17. სააგენტოს მიერ გაცემულ დასკვნაში უნდა იყოს მითითებული ყველა მაჩვენებლის გამოცდის შედეგები, რომელთა საფუძველზეც მოცემულია რეკომედაციები ასეთი პრეპარატების გაზრდილი ხარჯვის ნორმების, სამუშაო ხსნარის მომზადების შესახებ. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, მიუთითოს  ასეთი პესტიციდის  ტარის ეტიკეტზე   გადაანგარიშებული  ხარჯვის ნორმები.“.   

12.  მე-5  მუხლის  მე-4  და  მე-5  პუნქტები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„4. ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შედარებით აგროქიმიკატში მოქმედი ნივთიერების ცვლილებების შემთხვევაში, აგროქიმიკატის გამოყენების ნორმა კორექტირდება იმ პროცენტით, რამდენითაც იგი არის შემცირებული.

5. აგროქიმიკატის (მარტივი სასუქი) ხარისხობრივი მაჩვენებლების შეცვლის შემთხვევაში, მზადდება გადაწყვეტილება მისი ხარჯვის ნორმის კორექტირების შესახებ. რთული სასუქების ხარისხობრივი მაჩვენებლების შეცვლის შემთხვევაში, ხარჯვის ნორმის კორექტირება არ ხდება. ბიზნესოპერატორი ვალდებულია მიუთითოს ასეთი აგროქიმიკატის  ტარის ეტიკეტზე მისი რეალური შემადგენლობა.“.

13.  მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „9. შებელტილი აგროქიმიკატი გამოიყენება მისი დაფქვის შემდეგ, მოქმედი ნივთიერების შემცველობის განსაზღვრის საფუძველზე.“.

 4. მე-6  მუხლის  მე-3  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

  „3. საშუალო ნიმუშზე კეთდება შესაბამისი წარწერა (ეტიკეტი), რომელზეც აღინიშნება აგროქიმიკატის სრული დასახელება, მოქმედი ნივთიერებები და შემცველობა, დამზადების წელი, მწარმოებელი, ნიმუშის აღების თარიღი და რაოდენობა. ეტიკეტზე ხელს აწერს ნიმუშის ამღები უფლებამოსილი მოხელე, ბიზნესოპერატორი და დამსწრე პირი (თუ ის ესწრება).“.

15.  მე-7 და  მე-8  მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7.  წარმოების  პროცესში  მყოფი  შეუფუთავი  აგროქიმიკატის ნიმუშის აღების წესი

   1. შეუფუთავი აგროქიმიკატიდან წერტილოვანი ნიმუში შეიძლება აღებულ იქნეს სპეციალური ნიმუშის ასაღები ხელსაწყოთი, რომელიც უზრუნველყოფს ყოველი 3-5 ტონიდან 0,5 კგ ნიმუშის აღებას აგროქიმიკატის ჩატვირთვის, გადმოტვირთვის ან შეფუთვის წინ.

  2. აღებული ნიმუშები ერთიანდება, აირევა საშუალო ნიმუშის მიღებამდე.

მუხლი 8.  ავტომანქანიდან შეუფუთავი აგროქიმიკატის ნიმუშის აღება

 1. ავტომანქანიდან შეუფუთავი აგროქიმიკატის ნიმუშის აღება ხდება მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესის მიხედვით.

 2. წერტილოვანი ნიმუშების აღება ხდება ნიჩბით ან ხელის ნიმუშამღებით ორჯერადად:

 ა) პირველი – აგროქიმიკატის გადმოტვირთვის დაწყებამდე;

 ბ) მეორე – აგროქიმიკატის ნახევრად გადმოტვირთვის შემდეგ;

 გ) ზედა, ქვედა და შუა ჰორიზონტებიდან, მარჯვენა და მარცხენა ნაყარიდან იღებენ  სამ-სამ  ნიმუშს, სულ, 15 წერტილოვან  ნიმუშს.

 3.  წერტილოვანი  ნიმუშის  ოდენობა  უნდა  იყოს  არანაკლებ 100 გრ-სა.

 4. ნაყარი აგროქიმიკატიდან ნიმუშის აღება ხდება ხელის ნიმუშამღებით არანაკლებ 30 სმ სიღრმის კონუსის ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს.

 5. კონუსისმაგვარი ნაყარიდან ნიმუშის აღების წერტილებს შორის მანძილი შეადგენს 20-25 სმ-ს. ამასთან, ნიმუში არ აიღება ზედა სიმაღლიდან - 50 სმ-იდან და კონუსის ძირიდან.“.

16. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საშუალო ნიმუშის მოსამზადებლად გამოიყენება ნებისმიერი ნიმუშდამყოფი, რომელიც უზრუნველყოფს გაერთიანებული ნიმუშის თანაბარ დაყოფას.“.

17.  მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

18.  მე-12  მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3.  პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების აღება ხდება სარეალიზაციო ობიექტებიდან/შესანახი საწყობებიდან, დამფასოებელი საწარმოდან. თითოეული სახეობიდან აიღება ორი ნიმუში, რომელთაგან ერთი ინახება სააგენტოში. ბიზნესოპერატორის მოთხოვნით აიღება მესამე ნიმუში, რომლის ღირებულებას იხდის ბიზნესოპერატორი.“.

19. მე-12  მუხლის  მე-8  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„8. სააგენტოს უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი მოხელის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტარდება შემოწმება და   გამოიწერება საჯარიმო  ქვითარი.“.

20.  მე-14  მუხლის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ა) ნიმუშის აღებისა და ტარაში მოთავსების შემდეგ ნიმუშის ამღებმა მაშინვე უნდა   დაიბანოს ხელები წყლით და საპნით;

ბ) სხვადასხვა სახის პესტიციდი და აგროქიმიკატი უნდა მოთავსდეს განცალკევებულ ტარაში;“.

21. 2 და 3 დანართები  ჩამოყალიბდეს  თანდართული  რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს 2015  წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 „დანართი №2
ნიმუშის აღების აქტი №

 


 სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს   სტრუქტურული ერთეული/ტერიტორიული  ორგანო:

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

                              (დასახელება)

ნიმუშის აღების მიზანი: ________________________________________________

_____________________________________________________________________

 

ნიმუშის აღების თარიღი:      ___________________________

                                                        (რიცხვი/თვე/წელი)

ნიმუშის ამღები უფლებამოსილი მოხელე:    _____________________________

_____________________________________________________________________

                                                               (სახელი, გვარი, თანამდებობა)

 

პესტიციდის/აგროქიმიკატის შემნახველი/რეალიზატორი/დამფასოებელი

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

(სახელი, გვარი, რეკვიზიტები)

პესტიციდის/აგროქიმიკატის/მოქმედი ნივთიერების  დასახელება

_________________________________________________________________________

 

პარტიის № ________________________,      გამოშვების წელი _______,

 

რაოდენობა      ______________________________  ტონა/ლიტრი

 

ვიზუალური დახედვის შედეგები______________________________

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

 

ნორმატიული აქტი, რომლის შესაბამისად მოხდა ნიმუშის აღება

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

 

ნიმუშის  წონა ___________  კგ/ლ      ლუქის (ბეჭდის)  N________________

 

იგზავნება ლაბორატორიულ გამოცდაზე    ----------------------------------------

 

_____________________________________________________________________

 

_____________________________________________________________________

                                  ხელმოწერები (სახელი, გვარი, თანამდებობა)

 

დანართი №3

 

ლაბორატორიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების ჩაბარების ოქმი

 

 

                          სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო

 

ნიმუშის ჩამბარებელი      ______________________________________________

_____________________________________________________________________

      (სახელი, გვარი, თანამდებობა)

ლაბორატორიის დასახელება     ____________________________________

ნიმუშის მიმღები     _______________________________________________

                                               (სახელი, გვარი, თანამდებობა)

პესტიციდის/აგროქიმიკატის/მოქმედი ნივთიერების დასახელება

_____________________________________________________________________

ნიმუშის რაოდენობა      ________________________________________

ნიმუშის აღების ადგილი და თარიღი____________________________________

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

დამატებითი ინფორმაცია       _______________________________________

____________________________________________________________________

ნიმუშის ლაბორატორიაში შესვლის თარიღი     _______________________

ჩასატარებული კვლევები

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

   ნიმუშის ჩამბარებლის

   ხელმოწერა

    ნიმუშის მიმღების

    ხელმოწერა.“.