დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.164.016146 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
44
25/11/2014
ვებგვერდი, 26/11/2014
010250050.35.164.016146
ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/11/2014 - 06/04/2015)
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო -სამაშველო სამსახურის მოხელეებზე. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 ნოემბრის №23 (სსმ., 05.12.2013 წ., 010340000.35.164.016100) დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად
კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ყვარლის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. |
მუხლი 1.
ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: |
1.
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; |
2.
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Windows, MS Office Word, MS Office Excel, MS Internet Explorer) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; |
3.
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: |
ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
ბ)
ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; |
გ)
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; |
დ)
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; |
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. |
მუხლი 2.
საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა. |
| მუხლი 3 |
საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა. |
| მუხლი 4 |
საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა. |
| მუხლი 5 |
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტის და უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა. |
| მუხლი 6 |
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა. |
| მუხლი 7 |
ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისათვის, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა. |
2.
02/10/2015 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
41 -
ვებგვერდი, 07/10/2015
1.
06/04/2015 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
18 -
ვებგვერდი, 15/04/2015
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 02/10/2015
გამოქ. თარიღი : 07/10/2015
დოკუმენტის ნომერი : 41
„ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის N44 დადგენილების“ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
1
მიღების თარიღი : 06/04/2015
გამოქ. თარიღი : 15/04/2015
დოკუმენტის ნომერი : 18
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის №44 დადგენილებაში „ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები