დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის N772 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34683 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016037 |
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის №772 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 14.06.2012წ. სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016021) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ” დებულება (შემდეგში – დებულება) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდეგში – სამსახური) სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასაწავლო კურსების დაგეგმვის, ჩატარების, შედეგების შეჯამების და შეფასების წესს.”; |
2.
მეორე მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურში მისაღები, აგრეთვე კადრის სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატების და შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული სხვა პირების მოსამზადებელ სწავლებას.”; |
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. 1. სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასაწავლო კურსები ტარდება გეგმური და არაგეგმური სწავლებების სახით და მათ ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო, შემდეგში – სასწავლო ცენტრი) გარდა სპეციალური საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების კურსებისა, რომლებსაც უზრუნველყოფს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში სასწავლო ცენტრის ჩართულობით. 2. გეგმიურ სწავლებას წარმოადგენს სასწავლო კურსი, რომლის ჩატარება წინასწარ, 48 საათით ადრე მაინც არის განსაზღვრული და წარმოადგენს აუცილებელ მინიმალურ სტანდარტს იმისათვის, რომ კანდიდატმა, თანამშრომელმა და სწავლებაზე წარდგენილმა სხვა მსმენელმა შესაბამისად მიიღოს სათანადო მომზადება, აიმაღლოს კვალიფიკაცია ან/და შეინარჩუნოს სავალდებულო პროფესიული მზადყოფნის ხარისხი. 3. არაგეგმიურ სწავლებას წარმოადგენს სასწავლო კურსი, რომელიც წინასწარ არ არის დაგეგმილი, მიზნად ისახავს სწავლებაზე წარდგენილი პირების პირველად ან დამატებით მომზადებას (გადამზადებას) და ტარდება სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე.”; |
4.
მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასწავლო კურსების გეგმას (გარდა სპეციალური საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების კურსებისა) გეგმური სწავლების შემთხვევაში, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან კონსულტაციის საფუძველზე, შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარმოადგენს სასწავლო ცენტრი, ხოლო სპეციალური საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სასწავლო კურსების გეგმას - სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი. 2. გეგმა სასწავლო ღონისძიებებს შეიძლება ითვალისწინებდეს ერთი ან რამდენიმე თვის ან/და მთლიანი წლის მიხედვით. მასში ცვლილებების შეტანის ინიციატორმა სამსახურის უფროსს უნდა მიმართოს წერილობით და სათანადო მოტივაციით. სამსახურის დაინტერესებული სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი აღნიშნულის თაობაზე წარადგენს მოტივირებულ პატაკს. სასწავლო გეგმაში ცვლილების შეტანა ხორციელდება შესაბამისად სასწავლო ცენტრთან ან/და სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტთან შეთანხმებით.”; |
5.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. არაგეგმიური სწავლებები შეიძლება ჩატარდეს ახალი სტანდარტების, ტექნოლოგიების და მეთოდების დანერგვის, აგრეთვე თანამშრომლების ან/და სხვა შესაბამისი კატეგორიის პირების მომზადების (გადამზადების) საჭიროების განმაპირობებელი სხვა გარემოებების საფუძველზე.”; |
6.
მე-6 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების როგორც გეგმური, ისე არაგეგმიური სასწავლო კურსები შეიძლება ჩატარდეს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით ან/და ფუნქციონალური ნიშნით შერჩეული თანამშრომლებისთვის, აგრეთვე შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული სხვა მსმენელებისათვის. 2. სასწავლო კურსებზე მსმენელები მომზადებას (გადამზადებას) გადიან სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, რომელსაც (გარდა სპეციალური საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამისა) სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინირებულად შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარმოადგენს სასწავლო ცენტრი. სპეციალური საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამას, კურატორ ხელმძღვანელთან შეთანხმებით (საჭიროების შემთხვევაში სასწავლო ცენტრის ჩართულობით) შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი. სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებს, საჭიროების შემთხვევაში, მათ კურატორ ხელმძღვანელ პირებს, ეგზავნებათ პროგრამის ეგზემპლარი საქმისწარმოების დადგენილი წესით. პროგრამა ასევე უნდა გადაეცეს ყველა დანაყოფს, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური, ორგანიზაციული და სამედიცინო უზრუნველყოფის ან სხვა საჭირო ფორმით. 3. საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო პროგრამაში ცვლილების შესატანად, სამსახურის უფროსის სახელზე წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისად სასწავლო ცენტრთან ან/და სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტთან შეთანხმებული, წერილობითი, მოტივირებული მიმართვა (პატაკი).”; |
7.
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” - „ზ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„დ) სასწავლო კურსზე წარდგენილ პირთა რიცხოვნობას საერთო და შესაბამისად სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიერ წარმოდგენილი რაოდენობის მიხედვით; ე) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის ვალდებულებას, პროგრამის მიხედვით სასწავლო ცენტრისთვის ან/და სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტისათვის სასწავლო კურსზე წარსადგენ პირთა სახელობითი ნუსხის დროულად წარდგენის შესახებ; ვ) სასწავლო კურსის ჩატარების, გამოცდის, ტესტირების და ნორმატივების ჩაბარებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს, აგრეთვე სწავლებაზე მყოფ პირთა სათანადო სოციალური პირობებით უზრუნველყოფას; ზ) სწავლებაზე მყოფ მსმენელთა მომზადების დონის გამოსავლენად გამოცდის ფორმას და შედეგების შეფასების კრიტერიუმებს, შედეგების დაფიქსირების და ოფიციალური გაფორმების სახეს.”; |
8.
მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უზრუნველყოფის ღონისძიებების სრულყოფილად და ზედმეტი ხარჯის გარეშე განხორციელების მიზნით, სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს ყოველ სასწავლო დღეზე წინასწარ ეგზავნება სწავლებაზე მყოფ პირთა სახელობითი სია, აგრეთვე დროულად ეცნობება აღნიშნულ ჩამონათვალში ცვლილების შესახებ, რომელსაც შესაბამისად უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრი ან სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი. სასწავლო კურსის (კურსების) ჩატარების კვალიფიციურობის და ორგანიზებულობის ამაღლების მიზნით, სამსახურის უფროსის თანხმობით შესაძლებელია მოწვეული იქნენ სპეციალისტები, აგრეთვე სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებს დაეკისროთ სამსახურებრივი მოვალეობების (განისაზღვრება სასწავლო პროგრამით) შესრულება სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ადგილზე;” |
9.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. 1. სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ, პროგრამით გათვალისწინებული ფორმით გამოვლინდება თითოეული მსმენელის მომზადების დონე. 2. სასწავლო ცენტრი და სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი შესაბამისად უზრუნველყოფენ სათანადო მასალის (ტესტები, კითხვარები და სხვა) მომზადებას. სპეციალური საბრძოლო მომზადების და გადამზადების კურსებთან დაკავშირებით, ტესტირებას ატარებს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი, გარდა თეორიული ნაწილისა, რომელიც შეიძლება უზრუნველყოს სასწავლო ცენტრმა. ყველა სხვა შემთხვევაში ტესტირებას ატარებს სასწავლო ცენტრი. 3. შედეგები ფიქსირდება სასწავლო დისციპლინების და მომზადების ცალკეული მიმართულებების მიხედვით, რომელთა გათვალისწინებით გამოითვლება საერთო შეფასების ჯამური ქულა. 4. სპეციალური საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების კურსთან დაკავშირებული ტესტირების შედეგებს (ცალკეული დისციპლინების შედეგები და საერთო შეფასების ჯამური ქულა) სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი უგზავნის სასწავლო ცენტრს. იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების კურსის თეორიულ ნაწილს უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრი, საერთო შეფასების ჯამურ ქულას განსაზღვრავს სასწავლო ცენტრი თეორიული ნაწილის შედეგის და სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.”; |
10.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. 1. ტესტირების, გამოცდების შედეგები ფიქსირდება სათანადო უწყისებში და შეიტანება შესაბამის მოწმობებში, რომელსაც აფორმებს სასწავლო ცენტრი. 2. სასწავლო ცენტრი თანამშრომლების (კანდიდატების) ტესტირების საბოლოო შედეგებს აცნობებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს, ხოლო კადრების მთავარ სამმართველოს დამატებით უგზავნის მოწმობებს მოსამსახურეთა პირად საქმეებში განთავსების მიზნით. 3. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მსმენელებს შეიძლება გადაეცეთ სერტიფიკატები, დიპლომები ან/და სიგელები სამსახურის უფროსის სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნების შესაბამისად.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები