დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34679 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016038 |
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში (სსმ 83, 18/06/2007წ., სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.42.047.010.454) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; |
2.
ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – „სამსახური“) სამსახურის უფროსის (ან სამსახურის უფროსის მიერ უფლებამოსილი პირის) ______________________________ სახით და მეორე მხრივ წვევამდელი _______________________________ (შემდგომში – „კონტრაქტორი“) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს შემდეგი პირობებით:“; |
3.
ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. კონტრაქტი ვადამდე შეწყდება კონტრაქტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან/და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი გარემოებების საფუძველზე.”; |
4.
ბრძანებით დამტკიცებული N2 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – „სამსახური“) სამსახურის უფროსის (ან სამსახურის უფროსის მიერ უფლებამოსილი პირის) ______________________________ სახით და მეორე მხრივ წვევამდელი ________________________________ (შემდგომში – „კონტრაქტორი“) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს შემდეგი პირობებით:“; |
5.
ბრძანებით დამტკიცებული N2 დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. კონტრაქტი ვადამდე შეწყდება კონტრაქტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან/და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი გარემოებების საფუძველზე.”; |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები