ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 06/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016135
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
54
24/11/2014
ვებგვერდი, 28/11/2014
010250050.35.121.016135
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/11/2014 - 01/10/2015)

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №54

2014 წლის 24 ნოემბერი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის N73/სა ბრძანების  შესაბამისად,

 ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №1-ის  შესაბამისად;
მუხლი 2
დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად.
მუხლი 3
ატესტაციისას მოსამსახურეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება  ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 4
ატესტაციისას მოსამსახურეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა ტესტირებისას მინიმალური გამსვლელი ზღვარი დადგინდეს მაქსიმალურ ქულათა 60 %-ის ოდენობით.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი

                                                                             დანართი 1
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. საერთო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1.საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოსამსახურეს მოეთხოვება:

ა. ქართულ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

ბ. საოფისე კომპიუტერული პროგრამების - Ms Word, Ms Excel, Internet Explorer - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა და ფლობა;

გ. შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

გ.ა. საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ. ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;

გ.გ. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

გ.დ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ.ე. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ. ზოგადი და პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები;

მუხლი 2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაო აღწერილობების შესაბამისად.
  1. საკრებულოს აპარატის უფროსს  მოეთხოვება:

ა. უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ. არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ. მონაცემთა ბაზებთან და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

დ. ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმისწარმოება;

ე. მოლაპარაკების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;

ვ. დამატებით შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

ვ.ა. საქართველოს შრომის კოდექსი;

ვ.ბ. საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ვ.გ. „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

ვ.დ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ვ.ე. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

ზ. სასურველია ინგლისურ და/ან რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარი;

  1. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს  მოეთხოვება:

ა. უმაღლესი განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ. არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ. მონაცემთა ბაზებთან და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

დ. მოლაპარაკების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;

ე. დამატებით შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

ე.ა. საქართველოს შრომის კოდექსი;

ე.ბ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ე.გ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

ვ. სასურველია ინგლისურ და/ან რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარი;

  1. საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების უფროსს  მოეთხოვება:

ა. უმაღლესი განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ. არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; სასურველია საორგანიზაციო და/ან საქმისწარმოების სფეროში;

გ. მონაცემთა ბაზებთან და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

დ. ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმისწარმოება;

ე. მოლაპარაკების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;

ვ. დამატებით შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

ვ.ა. საქართველოს შრომის კოდექსი;

ვ.ბ. „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

ვ.გ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ვ.დ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

ზ. სასურველია ინგლისურ და/ან რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარი;

  1. საკრებულოს სამდივნო განყოფილების უფროსს  მოეთხოვება:

ა. უმაღლესი განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ. არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; სასურველია საზოგადოებასთან ურთიერთობის და/ან საქმისწარმოების სფეროში;

გ. მონაცემთა ბაზებთან და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

დ. ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმისწარმოება;

ე. მოლაპარაკების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;

ვ. დამატებით შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

ვ.ა. საქართველოს შრომის კოდექსი;

ვ.ბ. „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს   პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

ვ.გ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ვ.დ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

ზ. სასურველია ინგლისურ და/ან რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარი;

  1. საკრებულოს მთავარ სპეციალისტს სამართლებრივი უზრუნველყოფის (იურიდიულ) საკითხებში მოეთხოვება:

ა. უმაღლესი იურიდიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ. არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია შესაბამის სფეროში);

გ. მონაცემთა ბაზებთან და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

დ. ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმისწარმოება;

ე. მოლაპარაკების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;

ვ. დამატებით შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

ვ.ა. საქართველოს შრომის კოდექსი;

ვ.ბ. საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ვ.გ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ვ.დ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

  1. საკრებულოს მთავარ სპეციალისტს ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (ლოჯისტიკის) საკითხებში მოეთხოვება:

ა. საშუალო-სპეციალური განათლება (სასურველია უმაღლესი  განათლება ფინანსების ან ეკონომიკური განხრით);

ბ. არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია შესაბამის სფეროში);

გ. მონაცემთა ბაზებთან და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

დ. ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმისწარმოება;

ე. მოლაპარაკების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;

ვ. დამატებით შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

ვ.ა. საქართველოს შრომის კოდექსი;

ვ.ბ. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ვ.გ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ვ.დ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

  1. საკრებულოს მთავარ სპეციალისტს საორგანიზაციო და საოქმო წარმოების საკითხებში მოეთხოვება:

ა. საშუალო-სპეციალური განათლება (სასურველია უმაღლესი  განათლება);

ბ. მონაცემთა ბაზებთან და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

გ. მოლაპარაკების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;

დ. დამატებით შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

დ.ა. საქართველოს შრომის კოდექსი;

დ.ბ. „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

დ.გ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ.დ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

  1. საკრებულოს მთავარ სპეციალისტს საქმისწარმოების საკითხებში მოეთხოვება:

ა. საშუალო-სპეციალური განათლება (სასურველია უმაღლესი  განათლება);

ბ. მონაცემთა ბაზებთან და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

გ.  ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმისწარმოება;

დ. მოლაპარაკების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;

ე. დამატებით შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

ე.ა. საქართველოს შრომის კოდექსი;

ე.ბ. „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

ე.გ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ე.დ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

  1. საკრებულოს მთავარ სპეციალისტს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში მოეთხოვება:

ა. საშუალო-სპეციალური განათლება (სასურველია უმაღლესი  განათლება);

ბ. მონაცემთა ბაზებთან და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

გ.  ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმისწარმოება;

დ. მოლაპარაკების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;

ე. დამატებით შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

ე.ა. საქართველოს შრომის კოდექსი;

ე.ბ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ე.გ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

  1. საკრებულოს მთავარ სპეციალისტს საზოგადეობასთან ურთიერთობის საკითხებში მოეთხოვება:

ა. საშუალო-სპეციალური განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან PR მენეჯმენტის განხრით);

ბ. სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ. მონაცემთა ბაზებთან და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

დ. მოლაპარაკების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;

ე. დამატებით შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

ე.ა. საქართველოს შრომის კოდექსი;

ე.ბ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ე.გ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

ვ. სასურველია ერთი ან რამოდენიმე უცხო ენის (ინგლისური, რუსული, ფრანგული) ცოდნა და კომუნიკაციის უნარი;

ზ. დამატებით სასურველია ფლობდეს ვებ-დიზაინის და Ms Powerpoint, Adobe Photoshop, Adobe Pagemaker კომპიუტერულ პროგრამებს;

12. საკრებულოს მთავარ სპეციალისტს (ტექნიკურ მდივანს)  მოეთხოვება:

ა. საშუალო-სპეციალური განათლება (სასურველია უმაღლესი  განათლება);

ბ. მონაცემთა ბაზებთან და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

გ. მოლაპარაკების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;

დ. დამატებით შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

დ.ა. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ.ბ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;