„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.174.016038
38
24/11/2014
ვებგვერდი, 28/11/2014
010250040.35.174.016038
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2014 წლის 24 ნოემბერი

ქ. გორი

 

,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტის, საქართველოს ”ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 08/08/2014; 010250040.35.174.016001) დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

1. საკრებულოს წევრს, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები.

2. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით.

3. განესაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 4. ამავე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ანაზღაურება საკრებულოს წევრს მიეცემა საკრებულოს წევრის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.

ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისთვის რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.

გ) ყოველი თვის განმავლობაში ამომრჩევლებთან არანაკლებ სამი შეხვედრისათვის,  რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი შეხვედრების საოქმო ჩანაწერებით.

5.  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი რაოდენობის თანხა მიეცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამივე ქვეპუნქტის შესრულების შემთხვევაში. თუ საკრებულოს წევრი შეასრულებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქვეპუნქტებიდან მხოლოდ ორს, მას მიეცემა საკრებულოს წევრის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხა 20 (ოცი) პროცენტის გამოკლებით, თუ შეასრულებს მხოლოდ ერთს,  საკრებულოს წევრს, საკრებულოს წევრის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად გათვალისწინებული თანხა არ მიეცემა.”

6. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ - ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

8. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“-”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაციას წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე და თანდართული უნდა ჰქონდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები..

9. ამ მუხლის მე-8  პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება:

ა) ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩატარების დრო, ადგილი,  შეხვედრის თემატიკა და ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი).

ბ) საკრებულოს  სხდომების ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა;

გ) კომისიის სხდომების ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა;”

მუხლი 2
საკრებულოს აპარატმა არაუგვიანეს 2014 წლის 15 დეკემბრისა წარმოადგინონ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია 2014 წლის 20 ნოემბრამდე საკრებულოს წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული ხარჯების დასადასტურებლად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 2 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე