,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016150
44
24/11/2014
ვებგვერდი, 28/11/2014
010260020.35.103.016150
,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №44

2014 წლის 24 ნოემბერი

დ. მესტია

 

,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად

მუხლი 1
,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 5 ნოემბრის   №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20.03.2013, სარეგისტრაციო კოდი:010260020.35.103.016145) შეტანილ იქნეს ცვლილება:
დადგენილების  III თავს დაემატოს 101 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                        

,მუხლი 101. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

თავმჯდომარის თანაშემწე:

ა) განიხილავს, აანალიზებს და ანოტაციას უკეთებს საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შემოსულ განცხადებებს, წერილებსა და კორესპონდენციებს;

ბ) იღებს ინფორმაციებს საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების თაობაზე;

გ) უზრუნველყოფს  საკრებულოს თავმჯდომარეს საინფორმაციო-ანალიტიკური მასალით;

დ) ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის თათბირებისა და შეხვედრების ჩატარებას;

ე) ამზადებს სხვადასხვა ინსტანციაში საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვების პროექტებს;

ვ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს და პასუხისმგებელია მათ წინაშე.”

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე