საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/358
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016353
1-1/358
24/11/2014
ვებგვერდი, 26/11/2014
040030000.22.024.016353
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/358

2014 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები მცურავი საშუალებების მუდმივი/დროებითი რეგისტრაციის მოწმობის  გაცემა გარდა ამ პუნქტის „ხ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა:

მე-10 სამუშაო დღეს - 20 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 30 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 50 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 60 ლარი;

იმავე დღეს - 80 ლარი.“

2. ბრძანების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ1“ ქვეპუნქტი:

„ხ1) ნიჩბიანი ნავების მუდმივი/დროებითი რეგისტრაციის მოწმობის  გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს - უფასო;

მე-5 სამუშაო დღეს - 20 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 30 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 40 ლარი;

იმავე დღეს - 50 ლარი.“

3. ბრძანების მე-3 მუხლის პირველ პუნქტის „ჰ30“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ30) ძებნა-გადარჩენის სისტემაში მონაწილეობის საფასური, გარდა ამ მუხლის „ჰ37“, „ჰ38“, „ჰ39“, და „ჰ63“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა - 350 ლარი;“

4. ბრძანების მე-3 მუხლის პირველ პუნქტის „ჰ33“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ33) საქართველოს ნავსადგურში გემის შესვლა–გასვლის გაფორმება:

100-1000 GT – 280 ლარი;

1001-5000 GT – 510 ლარი;

5001-15000 GT – 820 ლარი;

15001< GT – 1050 ლარი.“.

5. ბრძანების მე-3 მუხლის პირველ პუნქტის „ჰ37“, „ჰ38“ და „ჰ39“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ37) ძებნა-გადარჩენის სისტემაში 180 და მეტ რეგისტრულ ტონაზე  თევზსარეწი და თევზსაჭერი გემის მონაწილეობის 30 დღიანი საფასური - 240 ლარი.

38) ძებნა-გადარჩენის სისტემაში 180 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები თევზსარეწი და თევზსაჭერი გემების მონაწილეობის 30 დღიანი საფასური - 80 ლარი.

39) 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები გემისათვის თვიური საფასური თუ სარგებლობს ძებნა-გადარჩენის სისტემის მომსახურებით - 80 ლარი;“.

6. ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ45“, „ჰ46“ და „ჰ47“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

45) სახომალდო რადიოგადამცემ და რადიოსალოკაციო სადგურებზე მინიჭებულ სიხშირეებზე ყოველ გადამცემზე გადასახდელი ყოველწლიური მონიტორინგის საფასური:

სიმძლავრით 3 ვტ–ს ჩათვლით  – 15 ლარი;

სიმძლავრით 3 ვტ–ს ზემოთ 30 ვტ–ს ჩათვლით  – 20 ლარი;

სიმძლავრით 30 ვტ–ს ზემოთ 300 ვტ–ს ჩათვლით  – 25 ლარი;

სიმძლავრით 300 ვტ–ს ზემოთ 3 კვტ–ს ჩათვლით  – 35 ლარი;

სიმძლავრით 3 კვტ–ს ზემოთ 30 კვტ–ს ჩათვლით  – 60 ლარი;

სიმძლავრით 30 კვტ–ს ზემოთ  – 70 ლარი.

46) სახომალდო სადგურებზე, რომლებზეც მინიჭებულია საზღვაო მოძრავი თანამგზავრული სამსახურის რადიოსიხშირეები ყოველწლიური მონიტორინგის საფასური ყოველ ერთეულზე - 60 ლარი;

47) სანაპირო გადაცემებზე და მოძრავ საზღვაო რადიოსალოკაციო სადგურებზე, აგრეთვე მობილურ და სატარებელ რადიოსადგურებზე, რომლებზეც მინიჭებულია საზღვაო მოძრავი სამსახურის რადიოსიხშირეები, ყოველ მინიჭებულ სიხშირეზე გადასახდელი მონიტორინგის საფასური:

სიმძლავრით 5 ვტ–ს ჩათვლით – 35 ლარი;            

სიმძლავრით 5 ვტ–ს ზემოთ 15 ვტ–ს ჩათვლით  –  45 ლარი;          

სიმძლავრით 15 ვტ–ს ზემოთ 50 ვტ–ს ჩათვლით – 60 ლარი;           

სიმძლავრით 50 ვტ–ს ზემოთ 100 ვტ–ს ჩათვლით – 70 ლარი;         

სიმძლავრით 100 ვტ–ს ზემოთ1 კვტ–ს ჩათვლით – 80 ლარი;          

სიმძლავრით 1 კვტ–ს ზემოთ 3 კტვ–ს ჩათვლით – 90 ლარი;            

სიმძლავრით 3კვტ–ს ზემოთ – 105 ლარი. „         

7. ბრძანების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ62“, „ჰ63“, „ჰ64“ და „ჰ65“ ქვეპუნქტები:

„ჰ62) იმ სატრანსპორტო გემის ნავსადგურში ყოველი შესვლა/გასვლა, რომელიც ეწევა თევზის ნედლეულისა და რეწვის პროდუქციის ტრანსპორტირებას საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ - კანონმდებლობით დადგენილ ვადაში:

ა) 100 რეგისტრულ ტონამდე გემისათვის - 160 ლარი;

ბ) 100 და  მეტ რეგისტრულ ტონაზე  გემისთვის  - 280 ლარი;

63) ძებნა-გადარჩენის სისტემაში ყოველ შემოსვლაზე მონაწილეობის საფასური სხვა სახელმწიფო დროშით მცურავი სატრანსპორტო გემებისათვის, რომლებიც ეწევიან თევზის ნედლეულისა და რეწვის პროდუქციის ტრანსპორტირებას საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ:

ა) 100 რეგისტრულ ტონამდე გემისათვის - 80 ლარი;

ბ) 100 და მეტ რეგისტრულ ტონაზე  გემისთვის  - 150 ლარი;

64) უშიშროების გეგმების დამტკიცება - შესაბამისი ISPS სერთიფიკატის გაცემა 5 წლის ვადით  - 5,000 ლარი;

65) ნავსადგურის უშიშროების ყოველწლიური შემოწმება და უშიშროების გეგმის შესაბამისი დამოწმება - ნავსადგურში არსებული ნავმისადგომების რაოდენობის შესაბამისად, ყოველ ნავმისადგომზე - 100 ლარი.“.

8. ბრძანების მე-3 მუხლის 11  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები:

„რ) 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი სერტიფიკატის გაცემა:

მე-5 სამუშაო დღე  - 30 ლარი

მე-3 სამუშაო დღე  - 35 ლარი

24 საათის გასვლისთანავე - 45ლარი

იმავე დღეს - 55 ლარი

ს) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი სერტიფიკატის გაცემა:

მე-5 სამუშაო დღე  - 25 ლარი

მე-3 სამუშაო დღე  - 30 ლარი

24 საათის გასვლისთანავე - 40ლარი

იმავე დღეს - 50 ლარი.“

9. ბრძანების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. ნავსადგურში უამინდობის გამო თავშესაფარად შემოსული 1000 რეგისტრული ტონა და ნაკლები გემები, განურჩევლად კუთვნილებისა და დროშისა - გათავისუფლდებიან სააგენტოს მიერ დაწესებული საფასურის გადახდისგან.“.

ბრძანების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:

„13. სააგენტოს მიერ დაწესებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურზე“.

10. ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ44“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება გემებზე, რომელთა რეგისტრული ტონაც არის 1000 GRT-ზე ნაკლები, დაპატიმრებულ და ადმინისტრაციული წესით დაკავებულ გემებზე, ასევე ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, ღუზაზე მდგომ ნებისმიერი ტიპის გემზე. აღნიშნული საფასური შეეხება 1000 GRT-ზე მეტ ყველა იმ გემს, რომელმაც დაასრულა ნავსადგურში შესაბამისი ოპერაციები და ამა თუ იმ მიზეზის გამო საჭიროებს ნავსადგურის გარე რეიდზე ღუზაზე 24 საათზე მეტი ხნით დგომას. საქართველოს ნავსადგურებში შემოსული სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავი სამგზავრო გემები გადაიხდიან „ჰ44“ ქვეპუნქტში მითითებული საფასურის 20%-ს.

11. ბრძანების მე-3 მუხლის 74 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„74. საქართველოს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და საზღვაო პრაქტიკის გავლის მიზნით გადის სერტიფიცირებას, გათავისუფლებულია ყველა სახის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან წინამდებარე წესიდან გამომდინარე. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება დაჩქარებულ მომსახურებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი წარმოადგენს სათანადო დამადასტურებელ დოკუმენტაციას. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირები გადაიხდიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის 50%-ს.  

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი