„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.166.016186
58
24/11/2014
ვებგვერდი, 26/11/2014
010250020.35.166.016186
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58

2014 წლის 24 ნოემბერი

ქ. გურჯაანი

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გამოქვეყნების წყარო: „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.166.016155., 25.07.2014წ.), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს დაემატოს „ზ.გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ.გ. ქალაქ გურჯაანის განყოფილება.“

2. დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შიანარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი. იურიდიული სამსახური.“

3. დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადამიანური რესურსების მართვის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, აგრეთვე, გამგეობის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.“

4. დებულების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი 81 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „81. გამგეობის იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი მომსახურება; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი