ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016139
40
21/11/2014
ვებგვერდი, 27/11/2014
010250000.35.106.016139
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2014 წლის 21 ნოემბერი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არსებულ საავტომობილო გზებზე განთავსდეს შემდეგი სახის საგზაო ნიშნები:
ა) ქ. ხობში, ბერიას ქუჩის დასაწყისში (ბერიას ქუჩიდან ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით) - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.4. „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“ (უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებლად, ხოლო თუ იგი არ არის - გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან);
ბ) ქ. ხობში, სტალინის ქუჩიდან ბერიას ქუჩის მიმართულებით, სტალინის ქუჩის გადაკვეთაზე (გზაჯვარედინის წინ) - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.3. „დაუთმე გზა“ (გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს);
გ) ქ. ხობში, სტალინის ქუჩიდან 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთის მიმართულებით სტალინის ქუჩაზე (გზაჯვარედინის წინ) - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.1. „მთავარი გზა“ (გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებადი გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა), ხოლო 9 აპრილის ქუჩაზე - პრიორიტეტის  საგზაო ნიშანი 2.3. „დაუთმე გზა“;
დ) ქ. ხობში, სტალინის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის გადაკვეთის მიმართულებით, სტალინის ქუჩაზე (გზაჯვარედინის წინ) - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.1. „მთავარი გზა“;
ე) ქ. ხობში, სტალინის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის გადაკვეთის მიმართულებით, სტალინის  ქუჩაზე (გზაჯვარედინის წინ) - პრიორიტეტის  საგზაო ნიშანი 2.1. „მთავარი გზა“; ხოლო რუსთაველის ქუჩაზე - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.3. „დაუთმე გზა“;
ვ) ქ. ხობში, ჭყონდიდელის ქუჩის დასაწყისში - ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.11. (8 ტონა)  „მასის შეზღუდვა“ (კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს);
ზ) ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, რკინიგზის გადასასვლელთან - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.4. „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“;
თ) ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში სასოფლო საავტომობილო გზის საბავშვო ბაღისა და საჯარო სკოლის მიმდებარე მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით - ავტოსატრანსპორტო  სიჩქარის შემზღუდავი საშუალება (20 გრძ/მ.);
ი) ქ. ხობში, N2 საჯარო სკოლის მიმდებარე მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით -ავტოსატრანსპორტო სიჩქარის შემზღუდავი საშუალება(20 გრძ/მ.).
მუხლი 2
დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება 30 დღის ვადაში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა