დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.172.016047 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქალქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტერის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №09 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 25/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.172.016009) დამტკიცებულ ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: ა) საბიუჯეტო დაგეგმვისა და სახაზინო მომსახურების განყოფილება; ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება.“ |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ს) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;“ |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 4. საბიუჯეტო დაგეგმვისა და სახაზინო მომსახურების განყოფილება. საბიუჯეტო დაგეგმვისა და სახაზინო მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) წლის ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს; ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას; გ) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენივნების გათვალისწინებით; დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ; ე) მუნიციპალიტეტის პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ვ) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად ზ) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე; თ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით; ი) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; კ) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას; ლ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს; მ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას; ნ) ბიუჯეტით გათვალისწინებული გადასახდელების სახაზინო მომსახურებას. ო) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან“. |
დ)
დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს მე-5 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
,, მუხლი 5. საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება; ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას; გ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; დ) საკრებულოსა და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას; ე) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები