,, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016046
46
21/11/2014
ვებგვერდი, 26/11/2014
010250050.35.172.016046
,, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2014 წლის 21 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

 

,, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 ,,ქალქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტერის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07  დადგენილებით (www.matsne.gov.ge 17/07/2014 სარეგისტრაციო 010250050.35.172.016007)  დამტკიცებულ ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი   ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აპარატი შედგება აპარატის უფროსის, იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილებისა და აპარატის მოსამსახურეებისაგან.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5 აპარატის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის განყოფილების უფროსი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.“

გ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი III1

,,  თავი III1 აპარატის სტრუქტურულ ერთეულის ფუნქციები

 მუხლი 51. იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილება.

  განყოფილება თავის კომპეტენციის ფარგლებში:

ა) კორდინაციას უწევს საკრებულოზე განსახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას  და ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას;

ბ) შებამისი დავალებების შემთხვევაში ახორციელებს საკრებულოს ინტერესების  დაცვას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს;

გ) შეისწავლის საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს, მოსაზრებებს და შესაბამის წინადადებებს რეაგირებისთვის წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს;

დ) განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს;

ე) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;

ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს სახელზე შემოსული წერილების, განცხადებებისა სა სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპოდენციის გადაგზავნას;

ზ) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით რედისტრაციაში ატარებს და აქვეყნებს საკრებულოსს ინდივიდუალურ და ნორმატიული სამართლებრივ აქტებს და სხვა დოკუმენტაციას;

თ) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს;

 ი) ახორციელებს თვითმმათველობის ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების  სისტემატიზაციას;

კ) აკონტროლებს სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ.“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე