დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამასახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის პირველი აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.170.016066 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის პირველი აგვისტოს №20 დადგენილებაში (www.matcne.gov.ge, ს/კ 010250050.35.170.016020, 06.08.2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, კერძოდ:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: ,,ვ) იურიდიული განყოფილება.“. 2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 10¹ მუხლი: „მუხლი 10¹. იურიდიული განყოფილება. 1. იურიდიული განყოფილების ფუნქციებია: ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიული კონსულტირება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობა, მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან, სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი დახვეწა და მათი ვიზირება; გ) დავალების საფუძველზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და შენიშვნების მომზადება სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ კანონპროექტებთან დაკავშირებით; დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება. 3. იურიდიული განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ქალაქ ზუგდიდის მერის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იცავს ქალაქ ზუგდიდის მერიის ინტერესებს სასამართლო ორგანოებში; ბ) ქალაქ ზუგდიდის მერიის მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება (სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ.) და უზრუნველყოფს მათ წარდგენას სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში; გ) სასამართლოში არსებულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მერიის ინტერესების სრულყოფილი დაცვისთვის აწარმოებს ურთიერთობას მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, სათანადო მტკიცებულებათა მისაღებად და სასამართლოში წარსადგენად; დ) იხილავს სასამართლო წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მერიაში შემოსული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების, ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებებს, მიმართვებსა და წერილებს, ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები