„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 28/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.142.016107
38
21/11/2014
ვებგვერდი, 25/11/2014
010250040.35.142.016107
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №38

2014 წლის 21 ნოემბერი

ქ. ნინოწმინდა

 

,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოსკანონისმე-20 მუხლისმე-4 პუნქტის შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 ივლისის №13 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 18.07.2014 ).

 შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ეს რეგლამენტი ,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას, თანამდებობის პირთა  უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.“

2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-13  მუხლის მე-4  პუნქტის  ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად- სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;“

4. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-15  მუხლის პირველი  პუნქტის  ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ)დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, კომისიებისა და თანამდებობის პირების მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საკითხების განხილვაში;“

5. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-15  მუხლის პირველ  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი:

,,მ)მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვაში;“

6.დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, მე-16  მუხლის პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტითგანსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის მოვალეობების   განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები.“

7.დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 18-ე  მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის და ამ დებულების მე-100 მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.“

8.დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-18 მუხლის მეორე  პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-19  მუხლის მე-2   პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმისა  სამუშაო პროგრამის პროექტებს;“

10.    დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 24-ე  მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა“  და ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) იურიდიულ საკითხთა კომისია(შემდგომში იურიდიული კომისია);

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია (შემდგომში საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვისკომისია);“

11. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 26-ე  მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ირჩევს საკრებულო თავისი შემადგენლობიდან. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და  გადაყენება ხდება ამ რეგლამენტის 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.“

12.დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 36-ე  მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ფრაქციის მიერ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარდგენილი საკრებულოს წევრის ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, ფრაქციას უფლება აქვს თავისი კვოტის შესაბამისად  ამ კომისიაში ან  დროებით სამუშაო ჯგუფში წარადგინოს ფრაქციის ახალი წევრის კანდიდატურა.“

13. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 66-ე  მუხლის  მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) თუ იგი ეწინააღმდეგება სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას.“

14.დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  84-ე  მუხლის  პირველი პუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულომ  ნორმატიული აქტის პროექტის  განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ამ რეგლამენტის 83-ე მუხლით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ. საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და გამგეობის დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში  წარდგენის ვადას შესაბამის კომისიასთან,  გამგეობასთან და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო. ნორმატიული აქტის პროექტზე უარყოფითი დასკვნა ან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დასკვნის არ არსებობა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.“

15.დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  87-ე  მუხლის   მე-9 და მე-10  პუნქტები    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. საკრებულოს სხდომაზე განხილვის დროს ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა დაიშვება მხოლოდ გამგებლის თანხმობით. თანხმობის მიუღებლობის  შემთხვევაში ითვლება, რომ პროექტის შესაბამისი მუხლი არ იქნა მიღებული, თუ საკრებულოს სხდომის მიერ არ იქნა მიღებული  სხვა გადაწყვეტილება.

10.  თუ საკრებულომ არ დაამტკიცა გამგებლის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან გამგებლის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში- ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს წევრთა სიითიშემდგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ წარმომადგელობითი ორგანოს მიერ ამ რეგლამენტის 86-ე მუხლის შესაბამისად გამგეობისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.“

16.დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  90-ე  მუხლის  პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს გამგებელი საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.“

17. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  92-ე  მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გამგებელი უფლებამოსილია თვითმმართველი ერთეულის სახელით დადოს ან გააუქმოს შეთანხმებები და/ან ხელშეკრულებები, აგრეთვე ისეთი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის  გადასახდელების 5 პროცენტს.“

18. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  99-ე  მუხლის  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის  თანამდებობიდან  გადაყენების წესი“

19. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  105-ე  მუხლის  მე-15  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. უნდობლობის საკითხის ინიციირება და გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადება დაუშვებელია გამგებლის არჩევიდან 6 თვის, ასევე გამგებლის უფლებამოსილების ვადის ბოლო ერთი წლის განმავლობაში.“

20.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  123-ე  მუხლის  მე-9  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ,,ღია კარის სხდომის“ ოქმის შედგენას, სხდომაზე დასმული საკითხების აღრიცხვას და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი საკითხების შესაბამისი კომისიისთვის ან/და გამგეობისთვის განსახილველად  გადაცემის შესახებ“

21.დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  127-ე  მუხლის  მე-8  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. დასახლების საერთო კრებას ვალდებულია ესწრებოდეს  გამგებლის წარმომადგენელი,  ამ საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრი და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, რომელიც  ადგენს დასახლების საერთო კრების ოქმს და აცნობს მას კრების მონაწილეებს.“

22. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  132-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.“

23. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  135-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ  შენიშვნებზე  გამგებლის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი(შესწორების შემთხვევაში) - საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში.“

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი