„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.142.016106
37
21/11/2014
ვებგვერდი, 25/11/2014
010260020.35.142.016106
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №37

2014 წლის 21 ნოემბერი

ქ. ნინოწმინდა

 

,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებით დამტკიცებულ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. დებულების მე-6  მუხლის მე -3  პუნქტს   დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე.კ“ ქვეპუნქტი:

,,ე.კ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული  საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის,  აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე  ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.“

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის  61მუხლი:

,,მუხლი 61.საქონლის ადგილწარმოშობის  და  პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ   ცნობის  გაცემის წესი:

 1.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობის ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით .

 2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობის რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობის ასლები .’’

 3.  დებულების  მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14.  გამგებლის წარმომადგენელი

  1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
  2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი.
  3. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას  ახორციელებს გამგებელი.“

4. დებულების მე -15 მუხლის პირველი პუნქტის  ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,თ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას.“

 5. დებულების მე -15 მუხლის პირველი პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:

,,ი) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი  ცხოვრების ფაქტს;“

 6. დებულების მე -15 მუხლის პირველ პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:

,,კ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის  მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლების, ქუჩების, მოედნების, სახელწოდებისა და ნუმერაციის შესახებ;”

 7. დებულების მე -15 მუხლის პირველ პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი:

 ,,ლ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებს;“

  8. დებულების მე -15 მუხლის პირველ პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი:

,,მ) გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი , რომელზეც აღნიშნულია ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდება, რომელიც გამოიყენება ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების განხორცილებისას.“

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი