დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.037.016041 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/08/2012, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.037.016009) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების“: |
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უმაღლესი განათლება: მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - ეკონომიკა, სამართალი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი ან ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის განხრით; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული; გ) სავალდებულო - მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის, მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ლოჯისტიკის მიმართულებით;“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება: მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - ინჟინერია კომპიუტინგის/ინფორმატიკის ან ტელეკომუნიკაციის განხრით; უცხო ენა: სავალდებულო - ინგლისური, სასურველი - რუსული; გ) სავალდებულო - მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის, მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით; დ) საოფისე პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook. პროგრამები: Windows Server 2008 R2, Microsoft Exchange server.“. 3. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების და კადრების სამმართველოს უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; ა.ბ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“; ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“; ა.ვ) „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილება; ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილება; ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი - მაგისტრის ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სასურველია - სამართალი, ეკონომიკა, ფსიქოლოგია ან ჰუმანიტარული მეცნიერებანი; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული; გ) სავალდებულო - მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის, მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით (საქმისწარმოება ან/და ადამიანური რესურსების მართვა); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველია - ადამიანური რესურსების მართვის ან/და დოკუმენტბრუნვის პროგრამების ცოდნა. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და კადრების სამმართველოს მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; ა.ბ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ა.გ) საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“; ა.დ) „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილება; ა.ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილება; ბ) უმაღლესი განათლება - სასურველი - მაგისტრის ხარისხი; სასურველი მიმართულება - სამართალი, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; გ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, სასურველი - 3 წელი, სასურველი - სამართალი, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, ადამიანური რესურსების მართვის ან საქმისწარმოების სფეროში; დ) უცხო ენა - სასურველი - ინგლისური ან რუსული; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველია - ადამიანური რესურსების მართვის ან/და დოკუმენტბრუნვის პროგრამების ცოდნა.“. 4. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 33. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“; ა.ბ) „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილება; ა.გ) „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის 2011-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის №2023 განკარგულება; ბ) უმაღლესი განათლება; გ) სავალდებულო - მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება საზოგადოებასთან ან მედიასთან ურთიერთობის სფეროში; სასურველი - 2 წელი; დ) უცხო ენა - სასურველი - ინგლისური ან რუსული; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები