„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 961
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016388
961
05/12/2014
ვებგვერდი, 05/12/2014
140130000.22.034.016388
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №961

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. 26-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება პირი, რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპები და მათი გავლიდან არ არის გასული ერთი წელი.

შენიშვნა:

1. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირები ექვემდებარებიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე" ქვეპუნქტებით განსაზღვრული მხოლოდ იმ ეტაპების გავლას, რომელიც მათ არ გაუვლიათ.

2. ამ პუნქტით დადგენილი ეტაპების გავლას არ ექვემდებარება სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე (სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი), თუ მისი სამინისტროდან დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე.“;

ბ) მე-4  და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, გამოცდილების, დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის და სხვა გარემოებების შესახებ,  რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გასაუბრების შედეგად სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას:

ა) ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების გავლის შესახებ;

ბ) სპეციალური შემოწმების დაწყების შესახებ – თუ კანდიდატს გავლილი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება და ამგვარი შემოწმებიდან არ არის გასული ერთი წელი;

გ) პირის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ – თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლის დამადასტურებელი გარემოება და იმ დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა, რომელზედაც გამოცხადებულია კონკურსი;

დ) პირის პოლიციაში მიღების შესახებ – თუ არსებობს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლის დამადასტურებელი  გარემოება და იმ დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა, რომელზედაც გამოცხადებულია კონკურსი.

შენიშვნა: გასაუბრების ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების გადარჩევიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.

 5. კანდიდატმა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება უნდა გაიაროს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას დადგენილი წესით უზრუნველყოფს სპეციალური კომისია (ჯანმრთელობის დაცვის სამსახური), ხოლო ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას:

ა) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში,  სსიპ-ებში მისაღები კანდიდატების შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ბ", „გ“ და  „დ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა -  სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო;

ბ) სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრში მისაღები კანდიდატების შემთხვევაში – აღნიშნული ცენტრი;

გ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მისაღები კანდიდატების შემთხვევაში – აღნიშნული დეპარტამენტი;

დ) სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში – აღნიშნული სსიპ;

ე) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში დასანიშნი კანდიდატების შემთხვევაში - სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო.“;

გ)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პოლიციაში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით. მითითებულ ვადაში შეიძლება მიმდინარეობდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი სპეციალური შემოწმება. გამოსაცდელი ვადისა (თუ გამოყენებულია გამოსაცდელი ვადის ეტაპი) და  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის შემთხვევაში – კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის  გადაწყვეტილებას პირის პოლიციაში მიღების (სამინისტროში ჩარიცხვა) შესახებ, რომელიც სათანადო რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და ეცნობება სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს.

შენიშვნა: 21 წლამდე პირის ან წვევამდელის პოლიციაში მიღება ხორციელდება სპეციალური შემოწმების შემდეგ.“.

2.  29-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი:

მუხლი 291. სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფის ოპერატიულ მართვაში გადაცემა

1. სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) შეიძლება  ოპერატიულ მართვაში გადაეცეს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა დანაყოფს, აღნიშნული დანაყოფის ფუნქციური დატვირთვისა და სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. ოპერატიულ მართვაში გადაცემის შესახებ მინისტრის ბრძანებით უნდა განისაზღვროს:

ა) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი და მიმღები დანაყოფების დასახელება;

ბ) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის ფუნქცია-მოვალეობები და უფლებამოსილება;

გ) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის მოქმედების ფარგლები  (არეალი);

დ) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის მართვის, ლოჯისტიკისა და სხვა საკითხები.

2. ოპერატიულ მართვაში გადაცემის დროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთი  დანაყოფი გადადის სამინისტროს სისტემაში შემავალი მეორე დანაყოფის დაქვემდებარებაში და ასრულებს ამ დანაყოფის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად განსაზღვრულ  კონკრეტულ ამოცანებსა და დავალებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე