„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-81/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 03/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 280070010.22.035.016308
01-81/ნ
03/12/2014
ვებგვერდი, 03/12/2014
280070010.22.035.016308
„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-81/ნ

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №19, მუხლი 241) დამტკიცებულ დანართი N2-ში (სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირები, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირები, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული შემდეგი პირები:

ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში;

ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;

გ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიანი, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახების წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;

დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);

ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს;

ვ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო სამსახურებიდან დათხოვნილი პენსიონერები, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.“;

ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32 ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება აგრეთვე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი. ნამსახურობაში, გარდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, 31 და 32 პუნქტებში ჩამოთვლილ პირებს, დადგენილი წელთა ნამსახურობის გამო, კომპენსაცია განესაზღვრებათ შემდეგი ოდენობებით:

ა) 65 წლის და მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას დამატებული:

 ა.ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 2 ლარზე;

 ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 5 ლარზე;

ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების  ნამრავლი 10 ლარზე;

ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების  ნამრავლი 15 ლარზე.

ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%.“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს;“.

3. მე-11 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოში მომუშავე სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობა გაანგარიშდება ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრისათვის კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით  განსაზღვრული კომპენსაციის 75%-ს,  მიუხედავად გარდაცვლილის მიერ თადარიგში დათხოვნისათვის ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთან, გარდაცვლილის ნამსახურების მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.“.

4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან  და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირებზე, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთათვის  ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,  წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ:

ა.ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან  და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილმა პირმა, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირმა, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულმა პირმა შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

ა.ბ) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან  და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირების, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი   დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, გარდაცვალების მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო