„სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 23 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016126
61
19/11/2014
ვებგვერდი, 19/11/2014
010340000.32.061.016126
„სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 23 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 დადგენილება №61

2014 წლის 19 ნოემბერი     

ქ. თბილისი

„სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 23 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 23 ოქტომბრის №46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 24.10.2014, 010340000.32.061.016111) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2014 წლის 1 დეკემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი (შემდგომში – მინისტრის აპარატი).“.

2. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:

„3. კომისიამ, მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, 2014 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მინისტრის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა.“.

3. დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 2014 წლის 1 დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 19 ნოემბრის №21 დადგენილება.“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                ახტანგ ყოლბაია