დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.114.016232 |
51
19/11/2014
ვებგვერდი, 21/11/2014
010250000.35.114.016232
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ცვლილება შევიდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-20 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს ბიუროს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად. ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით, კომისიის ან ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 51-ე მუხლის 2-5 პუნქტით დადგენილი წესები. |
| მუხლი 2 |
ცვლილება შევიდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-20 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო რეგლამენტის 26-ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით – კომისიის წევრი. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად“. |
| მუხლი 3 |
ცვლილება შევიდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 138-ე მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკრებულოს წევრებს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, აუნაზღაურდეთ საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები და განისაზღვროს ზღვრული ოდენობა თვეში 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარი.“ |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები