საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016166
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
57
18/11/2014
ვებგვერდი, 21/11/2014
010250020.35.165.016166
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/11/2014 - 28/11/2014)

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №57

2014 წლის 18 ნოემბერი

ქ. საგარეჯო

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად. (თან ერთვის)
მუხლი 2
1. ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

 2. კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული



დანართი

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები


მუხლი 1. საერთო მოთხოვნები
1.   საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს, მოეთხოვება  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით გათვალისწინებული შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;

გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი" საქართველოს კანონი;

ვ) უნარ-ჩვევები.

2. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:

ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;

გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ცოდნა.


მუხლი 2. აპარატის უფროსი
საკრებულოს აპარატის უფროსს, ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება ბაკალავრი;

ბ) ხელმძღვანელ ან წამყვან თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სექტორში) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

გ) ძირითდი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft  Office Word, Microsoft  Office  Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა.


მუხლი 3. განყოფილების უფროსი
განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება;

ა) უმაღლესი განათლება ბაკალავრი;

ბ) საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

გ) კომპიუტერული პროგრამის „კოდექსი“ ცოდნა (საორგანიზაციო განყოფილების უფროსის შემთხვევაში);

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft  Office Word, Microsoft  Office  Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.


მუხლი 4. საორგანიზაციო განყოფილების უფროსი საჯარო თანამდებობის პირი/ საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
საორგანიზაციო განყოფილების უფროსი საჯარო თანამდებობის პირს/ საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს – ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება ბაკალავრი;

ბ) საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

გ)ძირითადი საოფისე  კომპიუტერული პროგრამების (Microsoft  Office Word, Microsoft  Office  Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.


მუხლი 5. მთავარი სპეციალისტი
მთავარ სპეციალისტს - ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება ბაკალავრი;

ბ) უპირატესობა მიენიჭება სამუშაო გამოცდილებას;

გ)ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft  Office Word, Microsoft  Office  Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.


მუხლი 6. სპეციალური მოთხოვნები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების  მთავარ სპეციალისტ მძღოლზე
ა) საშუალო განათლება;

ბ)  უნდა ჰქონდეს „B“ კატეგორიის  მართვის მოწმობა.


მუხლი 7. საგამონაკლისო ნორმები
ამ დანართის პირველი მუხლით მოთხოვნილი საერთო მოთხოვნები არ ვრცელდება საგარეჯოს საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების  მთავარი სპეციალისტი მძღოლზე.