„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016226
45
19/11/2014
ვებგვერდი, 21/11/2014
010260020.35.114.016226
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №45

2014 წლის 19 ნოემბერი

დ. ჩოხატაური

 

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულების   დამტკიცების შესახებ“ –ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში (სსმ, 28. 07. 2014წ.)  შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  გამგეობის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების  სამსახური;

გ) ეკონომიკისა და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

დ) სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახური;

ე) მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახური;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური;

ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

თ) სახანძრო-სამაშველო სამსახური;

ი) საინვესტიციო გარემოს განვითარების და ანალიტიკური სამსახური.”

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის,  მისი სტრუქტურული ერთეულების დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.  სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების წარმოების დროულობა და სისრულის მონიტორინგი; სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოება; სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მიღებული საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და განვითარება.“

მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 „3. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ფუნქციებია:

ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პოლიტიკის შემუშავება,  მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება“.

მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 „4. სოციალური საკითხთა და კულტურის სამსახურის ფუნქციებია: სოციალური მონიტორინგის წარმოება, რისთვისაც უნდა მოიპოვონ, დაამუშავონ და გააანალიზონ  მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, აღრიცხონ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეიმუშავონ სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამები,  თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა, მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამის პროექტების მომზადება, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია. კულტურის, განათლების და სპორტის  განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება“.  

მუხლი 5
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლიდან ამოღებული იქნას მე-5 პუნქტი.
მუხლი 6
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 „6. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების, მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ საკითხების მომზადება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია, წინადადებების შემუშავება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის შესახებ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის მართვისა და განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით და მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ. მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, კანონიერი მოსარგებლეებისათვის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე – შესაბამისი წინადადებების მომზადება, მშენებლობის და არქიტექტურული საქმიანობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ზედამხედველობა.“

მუხლი 7
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის  მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„8.  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურის  ფუნქციებია:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზაცია,   ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობის ორგანიზაცია;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასწავლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად სამხედრო-პატრიოტული ღონისძიებების ორგანიზება; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი.“

მუხლი 8
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე