დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.175.016040 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/11/2014 - 16/09/2015)
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 სექტემბერის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 23.09.2015წ.
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 სექტემბერის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 23.09.2015წ.
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებით (matsne.gov.ge, 10.11.2014, 010250000.35.175.016031) დამტკიცებულ „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში“ კერძოდ: ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია იქმნება და საქმიანობს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „გ.ე“ ქვეპუნქტი, „დ“ ქვეპუნქტები და „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ე) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს პირთა თანასწორობას განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნისა. დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მოთხოვნები;“; „დ) კომისია – საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც შექმნილია საქათველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე;“; „ე) დაწესებულება – დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს განკარგულებით ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო.“; „4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით შეიძლება მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები და პროფესიული კავშირის წევრები.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კონკურსის პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.“. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 სექტემბერის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 23.09.2015წ.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ქ. მცხეთა სამხედროს ქ. №17. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები