დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის N125 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 163 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.33.058.016082 |
163
26/11/2014
ვებგვერდი, 26/11/2014
010320000.33.058.016082
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს
საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის N125 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 17/07/2013 სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016044) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
|
1.
ამოღებულ იქნეს მე-2 თავის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“, მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ“, მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ“ და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტები. |
2.
მე-2 თავის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბერის №409 დადგენილებით დამტკიცებული - ტექნიკური რეგლამენტი - „სამელიორაციო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები“.
|
3.
ამოღებულ იქნეს მე-2 თავის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“, მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტები.
|
4.
VI თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი:
,,თავი VII. საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტი:
მუხლი 24
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება;
2. მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
5. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
ერთწლიანი (პომიდორი, კიტრი, კარტოფილი) და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ციტრუსები, ვაზი,ხურმა, მოცვი, კივი) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია; ნიადაგის ეროზიისაგან დაცვა; ნიადაგის ნაყოფიერების დონის ამაღლების ღონისძიებები; ბაზრის როლი აგრობიზნესის განვითარებაში; წარმოების დანახარჯები; სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაცია, კოოპერირების ფორმები.
მუხლი 25
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი ეკონომიური განათლება;
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
მეურნეობრიობის ტიპები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ორგანიზაციული ფორმები; ბაზრის როლი აგრობიზნესის განვითარებაში; საწარმოო ფაქტორები და მათი გამოყენების ეფექტიანობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში; წარმოების დანახარჯები; სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობა; სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაცია, კოოპერირების ფორმები.
მუხლი 26
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (აგრონომია);
2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
5. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ციტრუსი, ვაზი, ხურმა, კივი, მოცვი, კიტრი, პომიდორი) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია; ნიადაგის ეროზიისგან დაცვა; ნიადაგის ქიმიური მელიორაცია; სასუქები და მათი კლასიფიკაცია.
მუხლი 27
საინფორმაციო - საკონსულტაციო დეპარტამენტის ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (აგრონომია);
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ციტრუსი, ვაზი, ხურმა, კივი, მოცვი, კიტრი, პომიდორი) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია; ნიადაგის ეროზიისგან დაცვა; სასუქები და მათი კლასიფიკაცია.
მუხლი 28
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (ვეტერინარი-ექიმი, ზოოტექნიკოსი);

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა ანატომია და ფიზიოლოგია; ცხოველთა და ფრინველთა ინფექციური და ინვაზიური დაავადებები; ვეტერინარული სანიტარია; ვეტერინარული საქმის ორგანიზაცია; ფუტკრის ძირითადი დაავადებები და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები; სატბორე მეურნეობის მოწყობის პრინციპები.
მუხლი 29
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი ეკონომიური განათლება;
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4.შემდეგი თემატიკის ცოდნა:
მეურნეობრიობის ტიპები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ორგანიზაციული ფორმები; ბაზრის როლი აგრობიზნესის განვითარებაში; საწარმოო ფაქტორები და მათი გამოყენების ეფექტიანობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში; წარმოების დანახარჯები; სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობა; სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაცია, კოოპერირების ფორმები.
მუხლი 30
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (აგრონომია);
2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
5.შემდეგი თემატიკის ცოდნა:
ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ციტრუსი, ვაზი, ხურმა, კივი, მოცვი, კიტრი, პომიდორი) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია; ნიადაგის ეროზიისგან დაცვა; ნიადაგის ქიმიური მელიორაცია; სასუქები და მათი კლასიფიკაცია.
მუხლი 31
საინფორმაციო - საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (აგრონომია);
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ციტრუსი, ვაზი, ხურმა, კივი, მოცვი, კიტრი, პომიდორი) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია; ნიადაგის ეროზიისგან დაცვა; სასუქები და მათი კლასიფიკაცია.
მუხლი 32
საინფორმაციო - საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (ვეტერინარი-ექიმი, ზოოტექნიკოსი)
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა ანატომია და ფიზიოლოგია; ცხოველთა და ფრინველთა ინფექციური და ინვაზიური დაავადებები; ვეტერინარული სანიტარია; ვეტერინარული საქმის ორგანიზაცია; ფუტკრის ძირითადი დაავადებები და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები; სატბორე მეურნეობის მოწყობის პრინციპები.
მუხლი 33
საინფორმაციო - საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაცი განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (აგრო-ინჟინერი);
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის სამანქანე ტექნოლოგია; სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები; ნიადაგდამამუშავებელი და სათესი მანქანები; მეცხოველეობის საკვების დამამზადებელი მანქანები; ორგანული და მინერალური სასუქების შემტანი მანქანები; მცენარეთა დაცვის მანქანები; მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები.
მუხლი 34
საინფორმაციო - საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი ეკონომიური განათლება;
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4.შემდეგი თემატიკის ცოდნა:
მეურნეობრიობის ტიპები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ორგანიზაციული ფორმები; ბაზრის როლი აგრობიზნესის განვითარებაში; საწარმოო ფაქტორები და მათი გამოყენების ეფექტიანობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში; წარმოების დანახარჯები; სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობა; სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაცია, კოოპერირების ფორმები.
მუხლი 35
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (აგრონომია);
2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
5.შემდეგი თემატიკის ცოდნა:
ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ვაზი, ხურმა, კივი, მოცვი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია; ნიადაგის ეროზიისგან დაცვა; ნიადაგის ქიმიური მელიორაცია; სასუქები და მათი კლასიფიკაცია.
მუხლი 36
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (აგრონომია);
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ვაზი, ხურმა, კივი, მოცვი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია; ნიადაგის ეროზიისგან დაცვა; სასუქები და მათი კლასიფიკაცია.
მუხლი 37

1. უმაღლესი აგრარული განათლება (ვეტერინარი-ექიმი,ზოოტექნიკოსი);
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა ანატომია და ფიზიოლოგია; ცხოველთა და ფრინველთა ინფექციური და ინვაზიური დაავადებები; ვეტერინარული სანიტარია; ვეტერინარული საქმის ორგანიზაცია; ფუტკრის ძირითადი დაავადებები და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები; სატბორე მეურნეობის მოწყობის პრინციპები.
მუხლი 38
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი ეკონომიური განათლება;
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4.შემდეგი თემატიკის ცოდნა:
მეურნეობრიობის ტიპები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ორგანიზაციული ფორმები; ბაზრის როლი აგრობიზნესის განვითარებაში; საწარმოო ფაქტორები და მათი გამოყენების ეფექტიანობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში; წარმოების დანახარჯები; სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობა; სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაცია, კოოპერირების ფორმები.
მუხლი 39
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (აგრონომია);
2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
5. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ვაზი,ხურმა,კივი, მოცვი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია; ნიადაგის ეროზიისგან დაცვა; ნიადაგის ქიმიური მელიორაცია; სასუქები და მათი კლასიფიკაცია.
მუხლი 40
საინფორმაციო - საკონსულტაციო დეპარტამენტის შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (აგრონომია);
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ვაზი, ხურმა, კივი, მოცვი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია; ნიადაგის ეროზიისგან დაცვა; სასუქები და მათი კლასიფიკაცია.
მუხლი 41
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (ვეტერინარი-ექიმი, ზოოტექნიკოსი);
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა ანატომია და ფიზიოლოგია; ცხოველთა და ფრინველთა ინფექციური და ინვაზიური დაავადებები; ვეტერინარული სანიტარია; ვეტერინარული საქმის ორგანიზაცია; ფუტკრის ძირითადი დაავადებები და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები; სატბორე მეურნეობის მოწყობის პრინციპები.
მუხლი 42
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი ეკონომიური განათლება;
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4.შემდეგი თემატიკის ცოდნა:
მეურნეობრიობის ტიპები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ორგანიზაციული ფორმები; ბაზრის როლი აგრობიზნესის განვითარებაში; საწარმოო ფაქტორები და მათი გამოყენების ეფექტიანობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში; წარმოების დანახარჯები; სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობა; სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაცია, კოოპერირების ფორმები.
მუხლი 43
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (აგრონომია);
2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
5.შემდეგი თემატიკის ცოდნა:
ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ვაზი, ხურმა, კივი, მოცვი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია; ნიადაგის ეროზიისგან დაცვა; ნიადაგის ქიმიური მელიორაცია; სასუქები და მათი კლასიფიკაცია.
მუხლი 44
საინფორმაციო - საკონსულტაციო დეპარტამენტის ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაცი განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (აგრონომია);
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ვაზი, ხურმა, კივი, მოცვი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია; ნიადაგის ეროზიისგან დაცვა; სასუქები და მათი კლასიფიკაცია.
მუხლი 45
საინფორმაციო - საკონსულტაციო დეპარტამენტის ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (ვეტერინარი-ექიმი, ზოოტექნიკოსი);
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა ანატომია და ფიზიოლოგია; ცხოველთა და ფრინველთა ინფექციური და ინვაზიური დაავადებები; ვეტერინარული სანიტარია; ვეტერინარული საქმის ორგანიზაცია; ფუტკრის ძირითადი დაავადებები და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები; სატბორე მეურნეობის მოწყობის პრინციპები.
მუხლი 46
საინფორმაციო - საკონსულტაციო დეპარტამენტის ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი აგრარული განათლება (აგროინჟინერი);
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4.შემდეგი თემატიკის ცოდნა:
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის სამანქანე ტექნოლოგია; სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები; ნიადაგდამამუშავებელი და სათესი მანქანები; მეცხოველეობის საკვების დამამზადებელი მანქანები; ორგანული და მინერალური სასუქების შემტანი მანქანები; მცენარეთა დაცვის მანქანები; მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები.
მუხლი 47
საინფორმაციო - საკონსულტაციო დეპარტამენტის ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი ეკონომიური განათლება;
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
მეურნეობრიობის ტიპები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ორგანიზაციული ფორმები; ბაზრის როლი აგრობიზნესის განვითარებაში; საწარმოო ფაქტორები და მათი გამოყენების ეფექტიანობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში; წარმოების დანახარჯები; სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობა; სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაცია, კოოპერირების ფორმები.".
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები