„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის N54-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის N54-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.104.016204
58
17/11/2014
ვებგვერდი, 20/11/2014
010340000.35.104.016204
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის N54-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58

2014 წლის 17 ნოემბერი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №54 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 07/11/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.35.104.016200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №1-ის პირველი მუხლის „გ“ პუნქტს დაემატოს „გ.ზ“ ქვეპუნქტი:

„გ.ზ) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილება“.                                                                                      

2. დანართი №1-ის მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ პუნქტი.
3. . დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ყველა (გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურისა) საჯარო მოსამსახურეს

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა (გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურისა) საჯარო მოსამსახურეს, მოეთხოვება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით გათვალისწინებული შემდეგი სამართლებრივი აქტების და საკითხების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“;

გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ვ) უნარ-ჩვევები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია