,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100% - იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 10/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016178
66
14/11/2014
ვებგვერდი, 19/11/2014
010250020.35.167.016178
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100% - იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №66

2014 წლის 14 ნოემბერი

ქ. ლაგოდეხი

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100% - იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100% -იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში .    
მუხლი 2
 ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100% -იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 მაისის №17 დადგენილების (შემდგომში – წესი)  განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  წესის  მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი

„მუხლი 2.  ტერმინთა განმარტება

5. დაწესებულების ხელმძღვანელი  – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი“.

2. წესის  მე-5 მუხლის  პირველი და მესამე  პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 5. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

 1.  კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (დანართი №2, დანართი №3) და, საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4), რომელსაც წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს.

3. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.“.

3. წესის  მე-6 მუხლის  პირველი და მეორე პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 6. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და განკარგვა

1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, დაწესებულების ხელმძღვანელის  ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.

2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.“.

4. წესის  მე-7 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება

ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება ხორციელდება საჯარო აუქციონის ფორმით (აუქციონი პირობებით), კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“.

5.  წესის  მე-8 მუხლის პირველი,  მეორე და მეშვიდე პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 8. ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი

1. თვითმმართველი ერთეულის – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, დაწესებულების   ხელმძღვანელთან  (მუნიციპალიტეტის)   შეთანხმებით.

 2.  დაწესებულების ხელმძღვანელი (მუნიციპალიტეტის) თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების მომართვის საფუძველზე. მომართვას თან უნდა ერთოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები.

 7. ჩამოწერილი ქონების რეალიზება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“.

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე