„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016558
53
17/11/2014
ვებგვერდი, 18/11/2014
010130000.22.027.016558
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №53

2014 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 27.07.2011 წ., 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციისათვის გამოყენებული ტექნიკა, ამ დოკუმენტების ბეჭდვის, მფლობელთა ფოტოგამოსახულების სკანირებისა და შესაბამისი პერსონიფიცირებული მონაცემების დამახსოვრების პარალელურად, უნდა უზრუნველყოფდეს ყოველი გახარჯული მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ბლანკის) აღრიცხვას, საიდენტიფიკაციო და საპასპორტო მონაცემების (მათ შორის, ფოტოგამოსახულების) ძებნას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, სტატისტიკური და საცნობარო ხასიათის დოკუმენტების ოპერატიულად შედგენას და ბეჭდვას.“.

2. 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გამოყენებული ყველა სახეობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ბლანკს.“.

3. 55-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 55. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დამზადება, გადაზიდვა და აღრიცხვა“;

 ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. არაპერსონალიზებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების საქართველოს ტერიტორიაზე  გადაზიდვა ხორციელდება  შეიარაღებული დაცვის თანხლებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი