„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2014 წლის 15 ოქტომბრის №189/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2014 წლის 15 ოქტომბრის №189/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 224/37
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 17/11/2014
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2014
ძალაში შესვლის თარიღი 18/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320000.58.070.016036
224/37
17/11/2014
ვებგვერდი, 18/11/2014
010320000.58.070.016036
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2014 წლის 15 ოქტომბრის №189/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №224/37

2014 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2014 წლის 15 ოქტომბრის №189/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2014 წლის 15 ოქტომბრის №189/37 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 16.10.2014,  010320000.58.070.016034) დამტკიცებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე  პუნქტი: 

,,28. შესყიდვების კოორდინატორის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი:

 28.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ)  სასურველია საჯარო სამსახურში შესაბამისი მიმართულებით არანაკლებ 2–წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

დ) უცხოური  ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

28.2 საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ე) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“;

ვ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს  N672 ბრძანება  „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“;    

თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;                                                     

28.3 შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გამართული მეტყველების უნარი; კარგი კომუნიკაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია