სსიპ ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლისათვის თეიმურაზ ჯორბენაძის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 155/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016890
155/ნ
21/11/2014
ვებგვერდი, 24/11/2014
040030000.22.022.016890
სსიპ ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლისათვის თეიმურაზ ჯორბენაძის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
სსიპ ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლისათვის თეიმურაზ ჯორბენაძის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №155/ნ

2014 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

სსიპ ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლისათვის თეიმურაზ ჯორბენაძის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის N194 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, N112, მუხ. 1233; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებული დანართი N2-ით გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე, გარდაცვლილი საერო პირის - თეიმურაზ ჯორბენაძის სახელი.
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, N112, მუხ. 1233; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ N2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3

თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №3 საჯარო სკოლა

რუსთაველის ქ. №168

დაწ-საბ-საშ

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე