დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.121.016133 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/11/2014 - 06/02/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’ 61-ე მუხლის პირველი პუნქტის და ,, ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №29 დადგენილება ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
ზოგადი ნაწილი |
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების განხორციელებას; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას; ე) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
|
მუხლი 2.
სამსახურის ძირითადი მიზნები და ფუნქციები |
სამსახურის ძირითადი მიზნებია:
ა) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა. ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფა. გ) განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სოციალურად დაუცველთათვის ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მისი განხორციელება და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა. დ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვითი და სოციალური პრობლემების დარეგულირებისათვის ხელშეწყობა არსებული პროგრამების მიხედვით. ე) სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის დახმარებებისა და შეღავათების გაწევა არსებული პროგრამების მეშვეობით. ვ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამების შემუშავება. 3. სამსახურის ფუნქციებია ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების განხორციელების კუთხით: ა) II მსოფლიო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა კანონიერი უფლებების, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ინტერესების დაცვა. ბ) II მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა აღრიცხვა. გ) ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. დ) დევნილთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი განსახლების ორგანიზაცია. შესაბამისი სამინისტროსა და სამთავრობო უწყებების მიერ შემუშავებული ადაპტაცია–ინტეგრაციის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა. ე) კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა. ვ) აღნიშნული კონტინგენტისათვის კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაწევაში, დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში, დროებით საცხოვრებელი ფართის მოძიებაში ხელშეწყობა. ზ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით,საკრებულოსა და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. |
მუხლი 3.
სამსახურის უფლება–მოვალეობები |
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მოქმედი კანონების, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ორგანიზაცია და მონიტორინგი. ბ) უზრუნველყოს დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, გამგეობისათვის აუცილებელი ინფორმაციის წარდგენა. გ) ხელი შეუწყოს პროგრამების დროული და სრული დაფინანსების ორგანიზაციას. დ) დადგენილი წესით აღრიცხოს სოციალურად დაუცველი კონტინგენტი. ე)სოციალურად დაუცველი კონტინგენტისათვის, კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვიტოს სოციალური და სხვა სახის დახმარებათა გაცემის საკითხი. ვ) ითანამშრომლოს საქველმოქმედო და სხვა სახის ორგანიზაციებთან, ამასთან, მათ მიერ შესაბამისი ფულადი და მატერიალური დახმარების გაცემისას, წარუდგინოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჩამონათვალი. ზ) თვალყური ადევნოს სოციალურად დაუცველთათვის კანონით დადგენილი შეღავათების განხორციელების სისწორეს, მოამზადოს წინადადებები ამ კონტინგენტისათვის მისი კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი შეღავათების დაწესების შესახებ. თ) განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს პრეზიდენტის იმ ბრძანებულებების, განკარგულებებისა და დავალებათა შესრულებაზე, რომელიც ეხება ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს. 2. სამსახური ვალდებულია: ა) კანონით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მასზე გადაცემული სახელმწიფო ქონების შენახვასა და დაცვაზე. ბ) მიიღოს კორესპოდენციები, საქმიანი ქაღალდები, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, შესაბამისი სამართლებრივი აქტები და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები. |
მუხლი 4.
სამსახურის მართვა |
1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის საჯარო მოხელე და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დებულებით დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის. გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს. დ) წარუდგენს გამგებელს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს. ე) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. ვ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი. |
მუხლი 5.
სამსახურის სტრუქტურა |
სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, ერთი მთავარი სპეციალისტის და დარგის სპეციალისტებისაგან. |
მუხლი 6.
სამსახურის ფინანსური და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა |
სამსახურის ფუნქციონირებისა და პროგრამების სარეალიზაციოდ ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან. |
მუხლი 7.
სამსახურის ქონება |
სამსახურის ქონება შეადგენს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონებას. |
მუხლი 8.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია |
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები