დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2785 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 24/03/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210.070.000.05.001.002.182 |
საქართველოს კანონი
„საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 3.06.2003, №14, მუხ. 95) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. შეღავათები საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლის გადახდაზე
ფიზიკური და იურიდიული პირები თავისუფლდებიან საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლისაგან, თუ საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი წესებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 17 მარტი.
№2785–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები